|
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ არსებული 2000 კვმ მიწის ნაკვეთი, ს.კ 01.19.26.009.040-ის შემადგენელი ნაწილი
განაცხადის #:28269BNT103511924 აუქციონის #: 28269 ლოტის #: 1035119 რაოდენობა: 1 დაწყება/დასრულება: 19/11/2024 17:00 - 26/11/2024 15:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1800GEL
მიმდინარე ფასი :
1500 GEL
საწყისი ფასი: 1500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება) ტელეფონი: 995-595796226 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | კვადრატულობა(მ²) | 2000 | კოორდინატები | 01.19.26.009.040 | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | აეროპორტის მიმდებარედ | რაოდენობა | 1 | ბრძანების ნომერი | #107 19.11.2024 | მიწის ფართობი(მ²) | 2000 | საკადასტრო კოდი | 01.19.26.009.040 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 1170 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 3 წელი | ზომის ერთეული | ერთეული | ტელეფონის ნომერი | 595796226; 599151908 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ადმინისტრაციაში. საკონტაქტოტელ: 0322487353; +995599151908;+995595796226; |
მოკლე აღწერილობა | შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” საკუთრებაში არსებული, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმადებარედ, 01.19.26.009.040 საკადასტრო კოდში შემავალი 2000 კვ.მ მიწის ფართობი; |
პირობა | Ø იჯარით გადასაცემი ფართი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 2000 კვ.მ მიწის ფართობი (ს.კ 01.19.26.009.040-ის შემადგენელი ნაწილი); Ø სარგებლობის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელი. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია ხელშეკრულების ვადა გაგრძელდეს არაუმეტეს 1 წლით. Ø საწყისი სააუქციონო ყოველთვიური ღირებულება: 1500 ლარი დღგ-ს ჩათვლით; Ø უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა - საწყისი წლიური ფასის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას. Ø ბიჯის ოდენობა: 100 ლარი. Ø გადახდა განხორციელდება ყოველთვიურად, საბანკო გადარიცხვით, არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ანგარიშფაქტურის საფუძველზე; Ø აუქციონში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ხელშეკრულების წლიური ფასის 10%-ის ოდენობით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ანგარიშზე თანხის დეპონირების სახით, რომელიც აუქციონში გამარჯვებულს დაუბრუნდება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (იმავე ოდენობით), რომლის ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ვადას 30 დღით. იმ შემთხვევაში თუკი წარმოდგენილია საბანკო გარანტია ხელშეკრულების მოქმედების არასრულ ვადაზე და გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არ მოხდება განახლებული/ახალი ვადით საბანკო გარანტიის წარმოდგენა ან შესაბამისი ოდენობის დეპონირება აეროპორტის საბანკო ანგარიშზე, აეროპორტი გაანაღდებს მოქმედ საბანკო გარანტიას, რომელიც განთავსდება მის ანგარიშზე და ჩაითვლება ამ პუნქტის ფარგლებში თანხის დეპონირებად. Ø აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის მიმართაც არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრება,რეაბილიტაცია) საქმის წარმოება ან ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/რეგისტრაციის გაუქმების პროცესი ან/და არ არის რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში. Ø აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: Ø აუქციონის დასრულებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე აეროპორტთან შეათანხმოს საიჯარო მიწის ფართობის გამოყენების მიზანი. აეროპორტის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილი იყოს დამატებითი ინფორმაცია; Ø აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო მრიცხველი; Ø აუქციონში გამარჯვებულს უფლება არა აქვს საიჯარო ქონება ან საიჯარო ქონების ნაწილი დროებით სარგებლობაში გადასცეს მესამე პირს (ქვეიჯარა); Ø აეროპორტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს განახორციელოს ობიექტის მდგომარეობის მონიტორინგი და დასაბუთებული შენიშვნები წარუდგინოს მოიჯარეს. რის შემდეგაც აეროპორტი განუსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორებისათვის კონკრეტულ ვადას, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გაითვალისწინოს წარმოდგენილი შენიშვნები; Ø მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საკუთარი სახსრებით გაიაროს შესაბამისი სწავლება საავიაციო უშიშროების ნორმების დაცვის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების საშვები. საეჭვო პირის, საგნის, ნივთის, ნივთიერების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საავიაციო უშიშროების სამსახურს. Ø მოიჯარე ვალდებულია აკმაყოფილებდეს საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შრომის უსაფრთხოების ნორმებს. Ø აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისას, მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს აეროპორტის მოქმედ სახელმძღვანელო და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნულ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. საჭიროებიდან გამომდინარე, მოიჯარე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გაიაროს შესაბამისი სწავლებები, აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მათ შორის, ბაქანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მომზადება და სხვა. Ø საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში, მოიჯარე პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე. მოიჯარის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა ან ინციდენტის გამოწვევა წარმოადგენს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას. Ø მოიჯარე ვალდებულია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ შეტყობინების საფუძველზე, დაუბრკოლებლად მიიღოს საავიაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტები და საჭიროებისამებრ, გაატაროს გამოვლენილი ნაკლოვანებების/შეუსაბამობების გამოსწორების ღონისძიებები. Ø საწარმოს ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში, საწარმოს/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს, საწარმოს/ქონების რეალიზაციამდე საწარმოს ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები. Ø იჯარის ყოველთვიური საწყისი ღირებულება და სხვა ღირებულებები მოცემულია დ.ღ.გ-ს ჩათვლით. Ø აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია იჯარის საწყის ყოველთვიურ ღირებულებაზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ღირებულების შეთავაზება. Ø გამარჯვებულ პირს ბე-ს თანხა ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში, საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო თვეების ღირებულებაში. წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, გამოიყენება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად. (აღნიშნული ჩანაწერი არ ეხება ხელშეკრულების შესრულების გარანტიის სახით დეპონირებულ თანხებს ან წარმოდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას). ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ წარდგენილი, ორივე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია გამოიყენება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად. Ø თუ ქონების განმკარგავმა შეცვალა აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები და განათავსა ვებ-გვერდზე, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. Ø აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. Ø აუქციონის შედეგი ძალას კარგავს და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში: · დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში; · ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში; · იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები. Ø აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. Ø ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს მოიჯარე. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |