|
კატეგორია:
მერქნული რესურსები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ შუახევის სატყეო ადმინისტრაციის, ოლადაურის სატყეოს N2 სამცველოს კვარტალ N38,43-ში უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) განხორციელებული ჭრების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოზე მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით გადმოცემული მერქნული რესურსის ელექტრონული აუქციონის ფორმით საკუთრების უფლებით გაცემის შესახებ
განაცხადის #:40733DJU103518724 აუქციონის #: 40733 ლოტის #: 1035187 საქმის ნომერი: 1632-09 რაოდენობა: 17.469 დაწყება/დასრულება: 20/11/2024 13:15 - 27/11/2024 18:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1118.02GEL
მიმდინარე ფასი :
5590.08 GEL
საწყისი ფასი: 5590.08 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო მისამართი: ბათუმი / ფრ.ხალვაშის გამზირი N51 6000 ტელეფონი: 971-0422272893 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ.გორის ტერიტორიაზე | ბრძანების ნომერი | 92 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | შუახევი | რაოდენობა | 17.469 | საქმის ნომერი | 1632-09 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 40 | შეფასების თანხა | 5590.08 | ზომის ერთეული | კუბური მეტრი | ტელეფონის ნომერი | 551001684 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | 1.საქართველოს კანონით ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” 67-ე, 71-ე, 78-80, 82-86-ე და 88¹-ე მუხლების, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2024 წლის 19 ნოემბრის N92 ბრძანებით დაწესებული პირობების შესაბამისად, სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ შუახევის სატყეო ადმინისტრაციის, ოლადაურის სატყეოს N2 სამცველოს კვარტალ N38,43-ში უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) განხორციელებული ჭრების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოზე მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ით გადმოცემული მერქნული რესურსი გაიცეს ელექტრონული აუქციონის ფორმით საკუთრების უფლებით; 2. მერქნული რესურსი დასაწყობებულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ.გორის ტერიტორიაზე, საერთო მოცულობა შეადგენს 17,469 კბმ. სოჭის მორი (სამასალე) I ხარისხის 21 (ოცდაერთი) ცალი. 3.მერქნული რესურსი განთავსებულია ღია ცის ქვეშ და განიცდის გარემო პირობების ზემოქმედებას. მერქნული რესურსი საავტომობილო გზიდან დაშორებულია დაახლოებით 5-10 მეტრი მანძილით; 4. საფუძველი: 1. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 02 აგვისტოს N006313924 დასკვნა; 2. სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 18 ნოემბერის N1632-09 მოხსენებითი ბარათი. ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N 51 სსიპ"აჭარის სატყეო სააგენტო" საკონტაქტო ტელეფონი თეონა ვასაძე - 551 001684 |
პირობა | 1.ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს: 1118.016 (ათას ას თვრამეტი ლარი და 016 თეთრი) ლარის ოდენობით; 2. თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ბე უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში – ბე-ს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შეთავაზებულ ფასში; 3. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას (ბე-ს გამოკლებით); გ) აუქციონში გამარჯვებული პირი არ გააფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას; 4. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში; 5. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა უზრუნველყოს თანხის სრულად გადახდა: მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი (ბე-ს გამოკლებით) აჭარის სატყეო სააგენტოს ანგარიშზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში ანგარიშის N740397309 მ/ბ სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22; 6. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად საბოლოოდ დაფიქსირებული თანხის (ბე-ს გამოკლებით) გადახდის შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,აჭარის სატყეო სააგენტო“ უზრუნველყოფს: I ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (სამასალე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას სულ ჯამში 384,32 (სამას ოთხმოცდაოთხი ლარი და 32 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა წარმოადგენს მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს (იხ. დანართი N1); 7. გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის 10 კალენდარული დღის ვადაში წარდგენის შემდეგ 1 (ერთი) თვის ვადაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა მერქნული რესურსი; 8. ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ: აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას ან/და სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ვადაში არ გააფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას; აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |