|
კატეგორია:
არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №5-ის მიმდებარედ არსებული 14.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №05.32.11.891) და ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №5-ის მიმდებარედ არსებული 54.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №05.32.11.888) ერთ ლოტად პრივატიზება ვადაგაგრძელებულ უპირობო აუქციონზე
განაცხადის #:59IMF124 აუქციონის #: 59 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 20/11/2024 16:00 - 03/12/2024 14:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 11752GEL
მიმდინარე ფასი :
23504 GEL
საწყისი ფასი: 23504 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 710 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა ტელეფონი: 995-(0422)272606 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ფრიდონ ხალვაშის გამზირი №5-ის მიმდებარედ, | ბრძანების ნომერი | ბ14. 14243255 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ბათუმი | საკადასტრო კოდი | 05.32.11.891 05.32.11.888 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 40 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 45 | ფასი ფასდაკლებამდე | 29380 | ტელეფონის ნომერი | 577925224 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFP0jYdjHOpUkhQg9u9TP8DdYyIZpDaMgdSIjEQwCT2Ln https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFBfnj8OabfsoDLoxzm9xzrgWcab6eH5KM7[0VtJTaAMO https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFE5uEfi[bp53R3B8Ek32JaLkk[f7WwJeRRf68Bk7iiWO https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNkQ9VyeDcgu2t2cUe3jhXy8IaQSFZj16LqyANRmiBPw აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით. ყურადღება: აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდა სრულად უნდა განხორციელდეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“ ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“ და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები. დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 92 52 24 ; საკონტაქტო პირი - ხათუნა ალიშანიძე) |
მოკლე აღწერილობა | ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №5-ის მიმდებარედ არსებული 14.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №05.32.11.891) და ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №5-ის მიმდებარედ არსებული 54.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №05.32.11.888) ერთ ლოტად პრივატიზება ვადაგაგრძელებულ უპირობო აუქციონზე
|
პირობა | არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (ს/კ 05.32.11.891 და ს/კ 05.32.11.888) პრივატიზება ერთ ლოტად ვადაგაგრძელებულ უპირობო აუქციონზე დამატებითი ინფორმაცია: მიწის ნაკვეთებს არ გააჩნია დამოუკიდებლად მოსასვლელი გზა |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |