|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა
განაცხადის #:66750HFL103522324 აუქციონის #: 66750 ლოტის #: 1035223 დაწყება/დასრულება: 21/11/2024 12:00 - 27/11/2024 18:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 3300GEL
მიმდინარე ფასი :
26400 GEL
საწყისი ფასი: 26400 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 30 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა მისამართი: ვაკე-საბურთალო / ვაჟა-ფშაველას გამზირი 49 ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 65 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | შენობის მდგომარეობა | ძველი გარემონტებული | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | თბილისი, ვაჟა-ფშაველას 49 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2 (ორი) წელი | ტელეფონის ნომერი | 577388333 |
აღწერილობა
|
აღწერილობა |
| |
მოკლე აღწერილობა | იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ძირითადი შენობის პირველი სართულზე განთავსებული ფართი (65 კვ.მ) კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის. საიჯარო ფართით სარგებლობის წლიური გადასახადი შეადგენს -13 200 ლარს, ხოლო ჯამური გადასახადი (2 წლის) - 26 400 ლარს; დამატებითი კითხვებით დაუკავშირდით: ლალი ბენდიანიშვილს- 577388333 | |
პირობა | 1.საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ორი წლის საიჯარო გადასახადს; 2. ფართი იჯარით გაიცემა 2(ორი) წლის ვადით, ინვენტარის გარეშე; 3.საიჯარო ქირაში შედის ბუნებრივი აირით (გათბობის) სარგებლობის გადასახადი; 4.საიჯარო ქირაში არ შედის სხვა კომუნალური გადასახადები, როგორიც არის დაკავებული ფართით სარგებლობის წყლის და ელექტროენერგიის გადასახადი, ცალკე გამრიცხველიანობის შესაბამისად; 5.მოიჯარე ვალდებულია კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარებით და აღჭურვილობით თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი. 6. სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის N160188 ბრძანების დანართით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის დადგენილი მოთხოვნები. ასევე დაიცვას „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში” - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები ,,საკვებ-დანამატების გამოყენების სანიტარული წესები და ნორმები, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარული წესები, „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესები და „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესები და გაიდლაინით –„წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“ განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები სასმელი წყალმომარაგების, სანიტარიული ინფრასტრუქტურისა და დასუფთავებისადმი. 7. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, აგრეთვე არსებული საინჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლოატაციის წესები; 8.დამოუკიდებლად გადაიხადოს წყლის და ელექტროენერგიის გადასახადები . 9.მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას; 10.მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს კვების ობიექტის ფუნქციონირება ყველა სასწავლო დღეს და მათ შორის შაბათ-კვირას; 11. მოიჯარე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სკოლის დირექტორის მიერ შექმნილ მონიტორინგის ჯგუფს კვების ობიექტის შემოწმებისას, საჭიროების შემთხვევაში გადასცეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. 12.სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 13. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 14.მოიჯარის მიერ გადახდილი ბე ინახება მეიჯარის ანგარიშზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება პირგასამტეხლო და საიჯარო ქირა. თუ მოიჯარის მხრიდან ჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოიჯარეს, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს გადახდილი თანხა ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას (შესაბამისი ოდენობით). 15. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 16. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 1 7.ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 18.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობისწესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა; 19. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. 20. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლებაყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე; 21. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები (მოიჯარე). 22. მოსწავლეებს ჰქონდეთ უფლება, ისარგებლონ ბუფეტის ტერიტორიით, იმ შემთხვევაშიც თუ საკვები შეძენილი არ არის მოიჯარესთან. მიმაგრებულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის N5230001601881 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის დადგენილი მოთხოვნები, ასევე პირობების მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტები და იჯარის ხელშეკრულების ნიმუში. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |