ამობეჭდვის თარიღი: 23.11.2024 14:02:25
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. ბათუმში, მელიქიშვილის მე-3 ჩიხი №4არსებული 641.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №05.26.28.146) პრივატიზება ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით
განაცხადის #:61IMF324
აუქციონის #: 61
ლოტის #: 3
დაწყება/დასრულება: 20/11/2024 16:00 - 03/12/2024 14:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 203000GEL
მიმდინარე ფასი : 406000 GEL
საწყისი ფასი: 406000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 12180 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ბათუმის მერია
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N25/ ფაქტ: ქ. ბათუმი ლერმონტოვის ქ. N90ა
ტელეფონი: 995-(0422)272606
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მელიქიშვილის მე-3 ჩიხი №4ბრძანების ნომერიბ14.14243256
ქვეყანასაქართველოქალაქიბათუმი
მიწის ფართობი(მ²)641საკადასტრო კოდი05.26.28.146
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი15საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFA2PRbZHhbIt8MDhyWl[uG0fhQdQfvVjIiKHxHVIbDHS
ტელეფონის ნომერი577 92 52 24
;
აღწერილობა
აღწერილობა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ. ბათუმში,  მელიქიშვილის მე-3 ჩიხი №4 არსებული  641.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №05.26.28.146) პრივატიზება ვადაგარძელებული  ელექტრონული აუქციონის ფორმით

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ „წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით.

ყურადღება:
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდის წესები:  იხილეთ გრაფა "გადახდები". რეგისტრირებული მომხმარებლისათვის  ხელმისაწვდომია ბეს  გადახდის ფორმები (რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის, აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის, ბეს თანხის მითითებით) აღნიშნულისათვის იხილეთ გრაფა: "დანიშნულება".
იმ შემთხვევაში თუ აუქციონში მონაწილეობის მსურველი ბეს ნაცვლად წარმოადგეს უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას, მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის ვადას.  
აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება პრივატიზირებულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) ჩაბარების მიზნით. ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. აუქციონში გამარჯვებულმა შეძენილი ქონების სრული (საბოლოო) საპრივატიზებო საფასური  სრულად უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“  ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“  და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები.

დაინტერესებულ პირს  დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 92 52 24 ; საკონტაქტო პირი - ხათუნა ალიშანიძე)

მოკლე აღწერილობა

არასასოფლო მიწის პრივატიზება  უპირობო აუქციონზე

დამატებითი ინფომაციამიწის ნაკვეთს  არ გააჩნია დამოუკიდებლად მისასვლელი გზა

პირობა    
;