აღწერილობა | 33.04.37.406 https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFOoewYsJxToOKZSBVSzAiTCzCADNa830l0]JGwXbCwLJ https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFLLilDXN4YVNKfUEBO]f4nGJkU6M86cYiqras5D0pmSv 33.04.37.366 https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFK87kIgJxfHyBAMHkcwPFhr[xudD2UeywId[RK5McPX6 https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNXa1rAa67XkDAXIxZqFptxhtKLKR5bWmv3LEZqHR]nL შენიშვნა:
ა) გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის ღირებულების საკომპენსაციო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბანკის კოდი-TRESGE22; ანგარიშის ნომერი- 200122900; სახაზინო კოდი- 302003282;
ბ) საპრივატიზებო ობიექტზე (ს.კ.N33.04.37.366) განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს.
გ) საპრივატიზებო ობიექტი (ს.კ.N33.04.37.406) მდებარეობს თბილისი - სენაკი - ლესელიძეს (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ219-ის მიმდებარედ, შესაბამისად საქართველოს კანონის ,,საავტომობილო გზების შესახებ“ 22-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება. საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 თებერვლის №289 განკარგულება. „წითელი ხიდი -თბილისი - სამტრედია - გრიგოლეთი - სარფის მიმართულებაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პერსპექტიული განვითარების განთვისების ზოლში და საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე მომსახურების კომპლექსებისა და დასვენების ადგილების განთავსების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 თებერვლის №289 განკარგულების დანართის - წითელი ხიდი-თბილისი-სამტრედია-გრიგოლეთი-სარფის მიმართულებაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პერსპექტიული განვითარების ზოლში და საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე მომსახურების კომპლექსების განლაგების სქემის ექსპლიკაციის თანახმად, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მომსახურების კომპლექსების (ახალი დასვენების ადგილების, ავტოტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურების, სასტუმროების, სავაჭროს და კვების ობიექტების) ან ცალკეული ობიექტების მშენებლობა და ფუნქციონირება. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:N33.04.37.406) ს/გზასთან პირდაპირი მიერთება ვერ მოხდება, ავტოტრანსპორტის შესვლა-გამოსვლა და მასთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სატრანსპორტო კვანძის და არსებული შიდა საგზაო ქსელის მეშვეობით, რომლის მოწყობის ვალდებულებაც დაეკისრება მიწის ნაკვეთის შემძენს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილი იხილეთ N2 დანართში.
დ) მიწის ნაკვეთები კვეთს სასარგებლო წიაღისეულის (ტექნოლოგიური ნარჩენი) მოპოვების მიზნით, შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“-ზე გაცემული ლიცენზია N80 კონტურს და, ასევე, მოიცავს აჯამეთის ქალცედონის საბადოს ტერიტორიას.
მყიდველი ვალდებულია:
ა) საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, განახორციელოს გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის - 35 414 (ოცდათხუთმეტი ათას ოთხას თოთხმეტი) ლარის გადახდა შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.
ყურადღება!
1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
ა) ნაღდი ანგარიშსწორებით სს ,, ლიბერთი ბანკში”
ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420
6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში
|