|
კატეგორია:
სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ელექტრონული სავაჭრო აპარატის (ყავა/ტკბილეული) განთავსება
განაცხადის #:158916YPD103719924 აუქციონის #: 158916 ლოტის #: 1037199 რაოდენობა: 1 დაწყება/დასრულება: 28/11/2024 13:00 - 05/12/2024 18:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 100.00GEL
მიმდინარე ფასი :
90 GEL
საწყისი ფასი: 90 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო მისამართი: დიდუბე-ჩუღურეთი / წერეთლის გამზ. N144 ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქალაქი | თბილისი | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | აკ.წერეთლის გამზ.144 | რაოდენობა | 1 | შეფასების თანხა | 90 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 12 თვე | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი | ტელეფონის ნომერი | 555646474 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | აუქციონში მონაწილე უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების შესრულება: 1. ყავის ჩამოსასხმელი აპარატი უნდა იღებდეს შემდეგი სახის მონეტებს: 5, 10, 20, 50 თეთრიანებს, 1, 2 ლარიანებს, ასევე 5, 10 და 20 ლარიანებს და უნდა ჰქონდეს ხურდის დაბრუნების ფუნქცია და ბარათით გადახდის საშუალება (ტერმინალი). 2. ყავის ჩამოსასხმელი აპარატში უნდა იყოს მინიმუმ ყავა, ჩაი და ცხელი შოკოლადი. 3. აკონტროლოს და დროულად უზრუნველყოს ყავის ჩამოსასხმელ აპარატში პროდუქციის შევსება და ვარგისიანობის ვადების კონტროლი. 4. უზრუნველყოს ყავის ჩამოსასხმელ აპარატში ჰიგიენის ნორმების დაცვა, კანონმდებლობის შესაბამისად. 5. უზრუნველყოს ყავის ჩამოსასხმელი აპარატის გამართული მუშაობა. 6. ყავის ჩამოსასხმელ აპარატს უნდა ჰქონდეს, შაქრის რეგულირების ფუნქცია.7.ყავის ჩამოსასხმელ აპარატს, უნდა ჰქონდეს ჭიქის ავტომატური გაცემის სისტემა. 8. ყავის ჩამოსასხმელ აპარატში, უნდა იყოს ჭიქების ჰიგიენა დაცული. 9. ყავის ჩამოსასხმელ აპარატში უნდა ხორციელდებოდეს, პროდუქციისათვის საჭირო ტემპერატურის, რეგულირების კონტროლი (ასეთის არსებობისშემთხვევაში);როდუქციის მოწოდება უზრუნველყოს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს დაწესებულებაში მიმდინარე სამუშაო პროცესს.აუქციონის დაწყების და დასრულების დრო: დაწყება 2024 წლის 28 ნოემბერი - დასრულება 2024 წლის 5 დეკემბერი სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონი: 555646474.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია წარადგინოს პროდუქციის სავარაუდო განფასება,რომელშიც მითითებული უნდა იყოს გრამაჟი და ფასი |
მოკლე აღწერილობა | მეიჯარე გასცემს ხოლო მოიჯარე 1 ცალი ჩამოსასხმელი ყავის/ტკბილეულის აპარატის განთავსების მიზნით დროებით სარგებლობაში, იჯარით იღებს, მეიჯარის მფლობელობაში არსებულ (ქ. თბილისში, ა. წერეთლის გამზ, N144- ში მდებარე, სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ბალანსზე რიცხულ ფართში (ს/კ: 01.13.04.017.033, სართული - 16 მდებარე) 1 კვ.მ. სივრცეს. |
პირობა | 1. იჯარით გაცემის ვადა განისაზღვრება 12 თვით. 2. სარგებლობაში გადასაცემი ქონების ყოველთვიური საწყისი საფასურია 90(ოთხმოცდაათი) ლარი კომუნალური გადასახადების ჩათვლით. 3. უპირობო და გამოუთხოვარი საბანკო გარანტიის ოდენობა შეადგენს 100(ასი) ლარი, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრება აუქციონის დაწყებიდან 25 კალენდარული დღე. 4. მეიჯარე გასცემს ხოლო მოიჯარე 1 ცალი ჩამოსასხმელი ყავის აპარატის განთავსების მიზნით დროებით სარგებლობაში, იჯარით იღებს, მეიჯარის მფლობელობაში არსებულ (ქ. თბილისში, ა. წერეთლის გამზ, N144-ში მდებარე, სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ბალანსზე რიცხულ ფართში (ს/კ: 01.13.04.017.033, სართული - 16) მდებარე 1 კვ.მ. სივრცეს. 5. საიჯარო ქირა მოიცავს კომუნალურ გადასახადებს. 6. საიჯარო ქირის გადახდა მოხდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის დაწყებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. მეიჯარევალდებულია: აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, აღნიშნულის შემაფერხებელი ობიექტური გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში. დაიცვას ხელშეკრულების პირობები, მეიჯარეუფლებამოსილია: ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით ან/და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით. მოითხოვის მოიჯარის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებით და კანონით მინიჭებული უფლებები. მოიჯარე ვალდებულია: იჯარის საგანი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებით. მოუაროს მას და მკაცრად დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესები; ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს მეიჯარეს იჯარის საგანი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო ნორმალური ცვეთის და ამორტიზაციის გათვალისწინებით; მეიჯარის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა; დაიცვას ხელშეკრულების პირობები და მეიჯარეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე. მოიჯარე უფლებამოსილია: დაუბრკოლებლად ისარგებლოს იჯარის საგნით; იჯარის საგანი გამოიყენოს ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის. გამოიყენოს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. ბიჯის სიდიდე: 5 ლარი |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |