|
კატეგორია:
სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქი ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა N1ა-ში მდებარე 15112,00კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N43.31.49.179) 2500,00კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
განაცხადის #:102694OQL103746924 აუქციონის #: 102694 ლოტის #: 1037469 დაწყება/დასრულება: 27/11/2024 17:00 - 06/12/2024 17:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 5000GEL
დასრულების დრო: 06.12.2024 17:00:00
გაყიდვის ფასი : 50200.0000 GEL
საწყისი ფასი: 50000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მისამართი: ქ.ზუგდიდი / რუსთაველის 90 ტელეფონი: 995-591445351 |
თვისებები
|
ქალაქი | ზუგდიდი | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | რევაზ ლაღიძის ქუჩა N1ა | ბრძანების ნომერი | ბ24.242433118 26.11.2024 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 10 წერლი | ტელეფონის ნომერი | 591447522 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესების 27-ე მუხლის მე-3 პუქტის თანახმად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუნიციპალიტეტის ქონების მესაკუთრეს (მეიჯარე) უფლება აქვს სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუკი ეს გამართლებული და აუცილებელია საჯარო ინტერესების დაცვის მიზნით, რომლის შესახებაც მოიჯარეს ეცნობება წერილობით ორი თვით ადრე. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა გამარჯვებულ პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო წლიური საიჯარო ქირის 1/12 ნაწილი გადაიხადოს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. იჯარის თანხა ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა გადაიხადოს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობები, ხაზინის ერთიანი ანგარიში №GE24NB0330100200165022; ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი №TRESGE22, ადგილობრივი შემოსავლების სახაზინო კოდი - 300823047. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. |
მოკლე აღწერილობა | ტექნიკური დავალება იხ. “მიმაგრებულ ფაილებში“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ 591447522 |
პირობა | აუქციონის პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად: აუქციონში გამარჯვებული პირი თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად უზრუნველყოფს საიჯარო უძრავი ქონების კეთილმოწყობას და მასზე განთავსებული საბავშვო ატრაქციონების განახლებას; საიჯარო უძრავ ქონებაზე შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების საინვესტიციო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარს. აუქციონში გამარჯვებული პირი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღის ვადაში, წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად უზრუნველყოფს საიჯარო უძრავი ქონების კეთილმოწყობისა და მასზე განთავსებული საბავშვო ატრაქციონების განახლების სამუშაოების დასრულებას, დასრულებული სამუშაოს მიღება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |