ამობეჭდვის თარიღი: 27.12.2024 11:52:01
კატეგორია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:შპს-ს დასახელება: ,,საფეხბურთო კლუბი რუსთავი“ 100% წილი. საიდენტიფიკაციო კოდი: "416319718"
განაცხადის #:80462JXB103765424
აუქციონის #: 80462
ლოტის #: 1037654
დაწყება/დასრულება: 05/12/2024 17:00 - 12/12/2024 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 50400GEL
დასრულების დრო: 12.12.2024 18:00:00
გაყიდვის ფასი : 176400.0000 GEL
საწყისი ფასი: 168000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 8400 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.რუსთავი / კოსტავას გამზირი #20
ტელეფონი: 995-0341221266
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ.რუსთავი, მშენებელთა ქუჩა, (სტადიონი)ქვეყანასაქართველო
ქალაქირუსთავიRs რუკის მხარდაჭერა-
წილის პროცენტი100გადახდის პერიოდი15
ტელეფონის ნომერი(0341) 25-50-22
;
აღწერილობა
აღწერილობა

აუქციონში გამარჯვებული პირი ან/და მისი მისი წარმომადგენელი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველსაყოფად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა გამოცხადდეს აუქციონის დასრულების მომდევნო სამუშაო დღეს და თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ნოტარიული მინდობილობა (მინდობილი პირის შემთხვევაში), იურიდიული პირის ამონაწერი (იურიდიული პირის შემთხვევაში).

შეძენილი ქონების (წილის) სრული ღირებულება გადახდილ იქნეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდება აუქციონის ჩატარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისად გადახდის ბოლო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე და არა შესაბამის გრაფაში მითითებული ვადა.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

მოკლე აღწერილობა

იყიდება შპს ,,საფეხბურთო კლუბი რუსთავი“-ის 100% წილი საიდენტიფიკაციო კოდი:  "416319718"

,,აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას''


პირობა

1)წილის შემძენი ვალდებულია მუდმივად შეინარჩუნოს შპს „საფეხბურთო კლუბი რუსთავი“-ს სპორტული პროფილი - "ფეხბურთი";

2)საფეხბურთო კლუბის სახელწოდებაში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს სიტყვა „რუსთავი“;

3)წილის შემძენმა საკუთრების მოწმობის გაცემიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში სრულად უნდა გაისტუმროს კლუბის კრედიტორული დავალიანება;

4)მყიდველმა ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბის საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატების შესაბამის ლიგებში მონაწილეობისათვის პირობების დაკმაყოფილება და შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება შენარჩუნება, ასევე საერთაშორისო  ასპარეზზე მონაწილეობისათვის კეთილსინდისიერად იზრუნოს შესაბამისი ნებართვებისა და ლიცენზიების მისაღებად;

5)წილის შემძენმა, აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურება განახორციელოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნების წარმოდგენით     

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებულიპირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკოგარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

;