ამობეჭდვის თარიღი: 04.12.2024 23:42:02
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლა
განაცხადის #:28755BTG103820224
აუქციონის #: 28755
ლოტის #: 1038202
დაწყება/დასრულება: 02/12/2024 17:00 - 07/12/2024 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 250GEL
მიმდინარე ფასი : 250 GEL
საწყისი ფასი: 250 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის #6 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ხაშური / ზ.ფალიაშვილის N 10
ტელეფონი: 995-0368246032
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-კვადრატულობა(მ²)65.12
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-Rs რუკის მხარდაჭერა+
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ქვეყანასაქართველოქალაქიხაშური
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზ.ფალიაშვ_ილის ქN10შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელიტელეფონის ნომერი0368246032
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ  - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6  საჯარო სკოლის მიერ იჯარის ფორმით გაიცემა სკოლის პირველ სართულზე არსებული 65,12 კვ.მ ფართი, 1(ერთი) წლის ვადით, ნებადართული საქმიანობის ნუსხით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით (იხ. დანართი N1).

დანართი N1 იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

საიჯარო ქონებით სარგებლობის თვის  ღირებულება შეადგენს 250,00  ლარს.

საიჯარო ქირის  გადახდა  განხორციელდება, წინასწარი გადახდებით, ყოველთვიურად, არაუგვიანეს კალენდარული თვის ბოლო რიცხვისაუნაღდო  ანგარიშსწორების გზით.  მოიჯარე პასუხს აგებს საიჯარო ქირის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გადახდაზე. 

მოიჯარე ვალდებულია, გამოიყენოს საიჯარო ქონება მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მოუაროს საიჯარო ქონებას, მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარული მოთხოვნები, შენობაში არსებული მოწყობილობების და ინვენტარის, აგრეთვე არსებული საიჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლოატაციის წესები;

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

მოკლე აღწერილობა

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის N6 საჯარო სკოლის 65.12 კვ.მ ფართი გაიცემა ერთი წლის ვადით, ნებადართული საქმიანობისათვის.  ერთი თვის საწყისი  ღირებულება 250.00 (ორას ორმოცდაათი) ლარი

პირობა

1. ფართი იჯარის ფორმით გაიცემა ნებადართული საქმიანობების ნუსხით (დანართიN1) გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად დღიურად. მოიჯარეს იჯარის ფორმით ფართისარგებლობის უფლება მიეცემა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ კვირაში 2 დღე.

2. საწყისი ფასი  (250,00 ლარი) შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი თვის საიჯარო ქირას;

3. ფართი იჯარის ფორმით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით;

4. საიჯარო ქირაში  შედის კომუნალური (ელექტროენერგიის) გადასახადი.

5. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება;

6. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები და ჰიგიენური ნორმები.  მოიჯარე, ასევე, ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვას;

7. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

8. გამარჯვებულ პირს შეტანილი ,,ბე’’ ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

9. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

10.  ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

11.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

მიმაგრებულ ფაილებში, ასევე, იხილეთ   “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;