ამობეჭდვის თარიღი: 27.12.2024 18:10:55
კატეგორია: არასაცხოვრებელი ფართი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქი ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზ.N19/რუსთაველის ქუჩა N89-ში მდებარე შენობის I, II და III სართულზე განთავსებული 2359,00კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის განმეორებითი ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზება
განაცხადის #:102694OQL103855424
აუქციონის #: 102694
ლოტის #: 1038554
დაწყება/დასრულება: 02/12/2024 17:00 - 12/12/2024 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 500000GEL
მიმდინარე ფასი : 2000000 GEL
საწყისი ფასი: 2000000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.ზუგდიდი / რუსთაველის 90
ტელეფონი: 995-591445351
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზვ. გამსახურდიას ქ. N19/რუსთაველის ქ. N89კონდიციონერი-
ბრძანების ნომერიბ24.2424337001 02/12/2024გადახდის პერიოდი30
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანფასი ფასდაკლებამდე3000000.00
ტელეფონის ნომერი591447522საკადასტრო კოდი43.31.49.015.01.519
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ტელეფონი-ინტერნეტი-
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-ავეჯი-
აივანი-ლოჯი-
ქვეყანასაქართველოქალაქიზუგდიდი
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-სათავსო-
;
აღწერილობა
აღწერილობა

ქალაქი ზუგდიდი ზვიად გამსხურდიას გამზირიN19/რუსთაველის ქუჩა N89-ში მდებარე შენობის I-II და III სართულზე განთავსებუკლი 2359 კვ.მ (მათ შორის I-სართული 136,68 კვ.მ, II - სართული 1111,16 კვ.მ და III - სართული 1111,16 კვ.მ.) არასაცხოვრებელი ფართი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 41  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში ფორმდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.  

მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათით და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.

მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე:

სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობები, ხაზინის ერთიანი ანგარიში - №GE24NB0330100200165022;

მიმღების ბანკი -სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი - №TRESGE22;

საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი- №300823313 (შემოსულობა ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი შენობების გაყიდვიდან)
მოკლე აღწერილობადამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ 591447522
პირობა

ელექტრონული აუქციონის პირობად განისაზღვროს:

      ქონების შემძენი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს შეძენილ უძრავ ქონებაზე განსახორციელებელი მშენებლობის (ინვესტიციის) სრულყოფილ პროექტს და მუნიციპალიტეტის მიერ შეთანხმებულ მშენებლობის პროექტზე ნებართვის (შესაბამისი ბრძანების) გაცემიდან 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციაში მიღებას.

1.3. უძრავი ქონების ფუნქციურად გამოყენების ნებადართულ სახეებად განისაზღვროს:

 ა) მრავალფუნქციური ფართები;

 ბ) კვების, სავაჭრო და საოფისე  ობიექტი;

 გ) სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს;

 დ) კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი;

  ე) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება;

 ვ) სასტუმრო;

 ზ) ადმინისტრაციული ობიექტი;

თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო  დაწესებულება/კოლეჯი;

 ი) გასართობი დაწესებულება, რომლის დანიშნულება მისი დასაშვებლობის საშუალებას იძლევა;

კ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;

 ლ) სავაჭრო ცენტრი. 

;