|
კატეგორია:
არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ანაკლიაში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.30.47.226) ელექტრონული (პირობებიანი) აუქციონის ფორმით პრივატიზება.
განაცხადის #:102694OQL103913824 აუქციონის #: 102694 ლოტის #: 1039138 დაწყება/დასრულება: 03/12/2024 17:00 - 10/12/2024 17:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 100000GEL
მიმდინარე ფასი :
850000 GEL
საწყისი ფასი: 850000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მისამართი: ქ.ზუგდიდი / რუსთაველის 90 ტელეფონი: 995-591445351 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სოფ.ანაკლია | ბრძანების ნომერი | ბ24.2424338001 03/12/2024 | ქვეყანა | საქართველო | საკადასტრო კოდი | 43.30.47.226 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 30 | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFOSMgKGYQCLEomCvXS43m[t5y9l6kwzR7eEdE6HIb7hV | ტელეფონის ნომერი | 591447522 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სოფ.ანაკლიაში მდებარე 5512.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (101,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი დატვირთულია სერვიტუტის უფლებით.) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა N2 საერთო ფართით - 1589,52 კვ.მ ( მათ შორის I - სართულის ფართი 1182,71 კვ.მ II - სართულის ფართი 406,81 კვ.მ N1 ( აუზი). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 41 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში ფორმდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათით და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით. მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი უნდა გადაიხადონ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობები, ხაზინის ერთიანი ანგარიში №GE24NB0330100200165022; ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი №TRESGE22, უძრავი ქონების პრივატიზება - №300823390 (შემოსულობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვიდან) |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ 591447522 |
პირობა | ელექტრონული აუქციონის პირობად განისაზღვროს:
ქონების შემძენი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს შეძენილ უძრავ ქონებაზე განსახორციელებელი მშენებლობის (ინვესტიციის) სრულყოფილ პროექტს და მუნიციპალიტეტის მიერ შეთანხმებულ მშენებლობის პროექტზე ნებართვის (შესაბამისი ბრძანების) გაცემიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციაში მიღებას. უძრავი ქონების ფუნქციურად გამოყენების ნებადართულ სახეებად განისაზღვროს:
ა) მრავალფუნქციური შენობა; ბ) სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა; გ) კვების, სავაჭრო და საოფისე ობიექტი; დ) სამეწარმეო ობიექტი, რომელიც არ არღვევს სამეზობლო თმენის პრინციპებს; ე) კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; ვ) სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; ზ) სასტუმრო; თ) ადმინისტრაციული ობიექტი; ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი; კ) გასართობი დაწესებულება, რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა; ლ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; მ) სავაჭრო ცენტრი. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |