|
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:სახელმწიფო ტყის მიწის ნაკვეთი 16 კვ.მ (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების; კოორდინატები: X -44.923550; Y - 42.475920; საკ. კოდი: N71.65.80.2653) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით
განაცხადის #:1138FJX124 აუქციონის #: 1138 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 03/12/2024 18:00 - 17/12/2024 18:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1600GEL
მიმდინარე ფასი :
8000 GEL
საწყისი ფასი: 8000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 400 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“ მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ.N6 ტელეფონი: 971-0322753959 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | მცხეთა | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის ბარისახოს სატყეო უბნის ბარისახოს სატყეოს N157 კვარტლის N5 ლიტერში | ბრძანების ნომერი | 3443/ს | მიწის ფართობი(მ²) | 16 | საკადასტრო კოდი | 71.65.80.2653 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 30 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 5 | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი | ტელეფონის ნომერი | 2753959 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სახელმწიფო ტყის მიწის ნაკვეთი 16 კვ.მ (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების; კოორდინატები: X -44.923550; Y - 42.475920; საკ. კოდი: N71.65.80.2653) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით. |
მოკლე აღწერილობა | სახელმწიფო ტყის მიწის ნაკვეთი 16 კვ.მ (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების; საკ. კოდი: N71.65.80.2653) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით. წლიური საწყისი ღირებულება - 8000 ლარი.
|
პირობა | 1. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე: ს.ს.ი.პ ეროვნული სატყეო სააგენტო (ს/კ 204 578 581) - ქ. თბილისი, მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა, მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი -TRESGE22, სახაზინო კოდი (ანგარიში N707367019) ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს. სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში უზრუნველყოს ქონების მოვლა-პატრონობა, დაიცვას სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პირობები. ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ტყის დაზიანება. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს მოთხოვნები (მათ შორის გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები). ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავისი ინიციატივით ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე ადრე უპირობოდ შეწყვეტის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულებია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში, თავისი ხარჯით, მოახდინოს სახაზო ნაგებობის დემონტაჟი და გატანა და ტყითსარგებლობისთვის გადაცემული ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტით ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა (დაბრუნება). სახაზო ნაგებობის სრულ დემონტაჟამდე ტყითმოსარგებლე აგრძელებს ტყის ფართობით ფაქტობრივი სარგებლობისთვის შესაბამისი საფასურის გადახდას. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ტყითმოსარგებლე ვალდებულია შეატყობინოს ტყის მართვის ორგანოს ტყითსარგებლობის გაგრძელების ინტერესის თაობაზე, რის საფუძველზეც ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია გამოაცხადოს აუქციონი. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე ახალ აუქციონში სხვა სუბიექტის გამარჯვების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 თვეში, თავისი ხარჯით, მოახდინოს სახაზო ნაგებობის დემონტაჟი, გატანა და ტყითსარგებლობისთვის გადაცემული ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტით ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა (დაბრუნება). დემონტაჟის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ძველ და ახალ ტყითმოსარგებლეს შორის არსებობს შეთანხმება ტყის ფართობზე არსებული ინფრასტრუქტურის გადაცემასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება უნდა წარედგინოს ტყის მართვის ორგანოს. დამატებითი პირობები იხილეთ მე-15 პუნქტში. ,,ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; მუხლი 2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. ელექტრონულ აუქციონს ატარებს სააგენტო. სააგენტო უფლებამოსილია, რომ ელექტრონული აუქციონი ჩაატაროს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით. ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები 1. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ( სარგებლობის უფლების გადამცემი) ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს. ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 3. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე. 4. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი" მოთხოვნები (მათ შორის გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები). 5. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ტყითსარგებლობისას სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ). 7. თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებას. 8. გადაცემული ქონება არ გამოიყენოს იმ მიზნებისათვის, რომელიც ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული. 9. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე ახალ აუქციონში სხვა სუბიექტის გამარჯვების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 თვეში, თავისი ხარჯით, მოახდინოს სახაზო ნაგებობის დემონტაჟი, გატანა და ტყითსარგებლობისთვის გადაცემული ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტით ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა (დაბრუნება). 10. სარგებლობაში გადაცემის პერიოდია 5 (ხუთი) წელი. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ტყითსარგებლობა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს, მის საფუძველზე მასთან გაფორმებული ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულების, ამ ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420; ან სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" ცხელ ხაზზე: 153 |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |