ამობეჭდვის თარიღი: 11.03.2025 21:25:28
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ფართის იჯარა ნებადართული საქმიანობების განხორციელების მიზნით
განაცხადის #:32964CKD104254224
აუქციონის #: 32964
ლოტის #: 1042542
დაწყება/დასრულება: 17/12/2024 16:00 - 23/12/2024 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1110GEL
დასრულების დრო: 23.12.2024 12:00:00
გაყიდვის ფასი : 370.0000 GEL
საწყისი ფასი: 350 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია
მისამართი: ძველი თბილისის (ყოფ.მთაწმ) რაიონში / რუსთაველის გამზ. 10
ტელეფონი: 995-2932628
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)63.50
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)რუსთაველის N10შენობის პროექტიარასტანდარტული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი
ტელეფონის ნომერი599937770
;
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საკონტაქტო პირსალექსანდრე ბეჟაშვილი - 599937770

მოკლე აღწერილობა

სსიპ - თბილისის კლასიკური გიმნაზია აცხადებს ელექტრონულ აუქციონს და იჯარის ფორმით გაიცემა სკოლის სკოლის 63.50კვ. მეტრი ფართის მქონე ოთახი, მასზე განთავსებული ინვენტარიანად ნებადართული საქმიანობების განხორცილების მიზნით

ნებადართული საქმიანობებია: ხალხური ცეკვის სექცია; ხატვის სექცია; სახელოვნებო-თეატრალური სექცია; ბერძნული ენის სექცია; სიმღერა-ვოკალის სექცია; ხალხური სიმღერის სექცია; ტანვარჯიშის სექცია; ფარიკაობის სექცია.

პირობა

ფართი იჯარის ფორმით გაიცემა საათობრივად. კერძოდ: ორშაბათსა და პარასკევს 18,30 სთ-დან 20,30 სთ-მდე პერიოდში.

ფართი იჯარის ფორმით გაიცემა მასზე განთავსებულ ინვენტართან (მასწავლებლის მაგიდა - 1 ცალი, მერხი - 30 ცალი, სკამი - 32 ცალი, დაფა - 2 ცალი, კარადა - 1 ცალი, წიგნების თარო - 2 ცალი, დივანი - 1 ცალი, კონდენციონერი - 1 ცალი, კომპიუტერი - 2 ცალი)  ერთად.

ფართი იჯარის ფორმით გაიცემა 1 წლის ვადით.

აუქციონის საწყისი თანხა წარმოადგენს ფართის სარგებლობაში გასაცემი ქონების საწყის  ყოველთვიურ ქირას.

კომუნალური გადასახედები შესულია საიჯარო ქირაში

გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.

გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, სკოლა სრულყოფილად, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მოთხოვნებს, არ მოხდება სკოლის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების დაზიანება, დაცული იქნება მოსწავლეთა უსაფრთხოება, დაიცვას სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები, დაასუფთავოს ფართი თავისი დამლაგებლით, დაიცვას  სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები.

სკოლა იტოვებს უფლებას სკოლის საჭიროებისამებრ ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დასაბუთებული არგუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.

იჯარის ხელშეკრულება გაუქმებულ იქნება  სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს ორი კვირის ვადაში.

ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი  გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის /ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ  “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება

;