ამობეჭდვის თარიღი: 20.12.2024 22:19:38
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N30 საჯარო სკოლის 34.55 კვ.მ. ფართი სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით
განაცხადის #:47209EGR104255024
აუქციონის #: 47209
ლოტის #: 1042550
დაწყება/დასრულება: 17/12/2024 12:00 - 23/12/2024 10:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 900GEL
მიმდინარე ფასი : 8520.0000 GEL
საწყისი ფასი: 8500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის # 30 საჯარო სკოლა
მისამართი: ძველი თბილისი / კიევის ქ. 4
ტელეფონი: 971-2952380
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)34.55
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 (ერთი) წელიტელეფონის ნომერი577 627 454
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)კიევის ქუჩა N4
შენობის პროექტიარასტანდარტულისათავსო-
;
აღწერილობა
აღწერილობაიჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N30 საჯარო სკოლის საკუთრებაში არსებული 34.55 კვ.მ ფართი ინვენტარის გარეშე, სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით;
მოკლე აღწერილობადამატებითი ინფორმაციისათვის დუკავშირდით, სსიპ ქალაქ თბილისის N30 საჯარო სკოლის ბუღალტერს - მარიამ ღონღაძეს, ტელ.: 577 627 454
პირობა

1. იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N30 საჯარო სკოლის საკუთრებაში არსებული 34.55 კვ.მ ფართი ინვენტარის გარეშე, სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით;
2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს;
3. ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით ; 
4. საიჯარო ქირაში შედის გაზის გადასახადი. საიჯარო ქირაში არ შედის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი. აღნიშნულ გადასახადებს მოიჯარე გადაიხდის გამხოლოებული მრიცხველის საშუალებით.
5. მოიჯარეს ფართითს სარგებლობის უფლება აქვს დღიურად.
6. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. მოიჯარეს მიერ ფართით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას.

7. მოიჯარეს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.

8.მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები(გაიდლაინი) "ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში”.
9. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის N5230001601881 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის დადგენილი მოთხოვნები.“
10. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები.
11. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში.
ბ) თუ ეს გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
11. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 
12. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს.
13. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე - უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს ფართით დროებით სარგებლობა.
14. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.



მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ  “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება ,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის MES 5 23 0001601881 ბრძანება.

;