ამობეჭდვის თარიღი: 02.01.2025 18:56:27
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტის ,,სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე მდებარე შენობის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა სხვადასხვა კომერციული საქმიანობის მოწყობის მიზნით
განაცხადის #:230244BH124
აუქციონის #: 230244
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 17/12/2024 15:00 - 27/12/2024 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 15000GEL
დასრულების დრო: 27.12.2024 15:00:00
გაყიდვის ფასი : 10000.0000 GEL
საწყისი ფასი: 9500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შემოსავლების სამსახური
მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ.№16
ტელეფონი: 971-577053333
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)302.31
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებულიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელი თაზაკენდი(სადახლო)სათავსო-
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა1877სარგებლობაში გადაცემის ვადა5 წელი
ტელეფონის ნომერი995322261113
;
აღწერილობა
აღწერილობადამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემოსავლების სამსახური, ტელ: 2 26 11 13
მოკლე აღწერილობაშემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტის ,,სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი 83.16.15.428) მდებარე შენობაში (N 5), სხვადასხვა კომერციული საქმიანობის  მოწყობის მიზნით,  302,31 კვ.მ ფართის, იჯარის ფორმით  სარგებლობაში გადაცემა 5 წლის ვადით
პირობა
  • ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ განცხადებაში მოცემული საწყისი ფასი შეადგენს ფართით სარგებლობის ერთი თვის საფასურს (დღგ-ს ჩათვლით). შესაბამისად, აუქციონის დასრულების შედეგად დაფიქსირებული ღირებულება წარმოადგენს სარგებლობის მანძილზე გადასახდელ ყოველთვიურ ღირებულებას (საიჯარო თანხას), რომლის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად წინასწარი გადახდის გზით;
  • აუქციონში გამარჯვებულმა პირმა მითითებულ ფართში (საიჯარო ქონებაში) უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა საქონლით (სასურსათო, საყოფაცხოვრებო საქონელი და სხვა)  საცალო ვაჭრობის ობიექტის (სუპერმარკეტი) და საზოგადოებრივი კვების ობიექტის ერთ სივრცეში   მოწყობა და ფუნქციონირება. ამისათვის დროებით სარგებლობაში, 5 წლის ვადით, გადაეცემა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე არსებული, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე მდებარე  302.31 კვ.მ. ფართი.
  • საიჯარო ვადის მანძილზე კომუნალური გადასახადების გადახდის  უზრუნველყოფა ეკისრება თავად მოიჯარეს;
  • მოიჯარის მიერ მეიჯარისადმი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან;
  • აუქციონში გამარჯვებულ პირსა და შემოსავლების სამსახურს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულის ვადამდე ადრე შეწყვეტის უპირობო საფუძველს წარმოადგენს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება გაუქმებული იქნება წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში. ამასთან, აღნიშნულ საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტა მეიჯარეს არ დააკისრებს მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებაზე გაწეული ხარჯების კომპენსაციის ვალდებულებას ან სხვა სახის პასუხისმგებლობას მოიჯარის თუ მესამე პირთა წინაშე;
  • ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების შემთხვევაში (კერძოდ: ინფლაციის მაღალი დონე, უძრავ ქონებაზე იჯარის საბაზრო ფასების მკვეთრი ზრდა და სხვა) შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შეცვალოს იჯარის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული საიჯარო ქირის ღირებულება მოიჯარისადმი წინასწარ  გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე;
  • ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა მონაწილემ უზრუნველყოს ,,ინტერნეტ ბანკინგის” საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა (ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით) ან/და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათ შორის, ელექტრონულად) წარდგენა/გააქტიურება . უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა შეადგენს 15000 ლარს.  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას.
  • გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.
  • სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე გამოიყენება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად.
  • ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდება და გამარჯვებულის მიერ, ელექტრონულ აუქციონში წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა   სრულად ჩაირიცხება სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
  • აუქციონში გამარჯვებულ პირსა და შემოსავლების სამსახურს შორის საიჯარო ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
;