ამობეჭდვის თარიღი: 22.12.2024 08:19:11
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:დაბა ბაკურიანში , პარკის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 9კვ.მ N17–ე შენობა–ნაგებობა სუვენირების / აქსესუარების / ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციისათვის (ს/კ 64.30.17.145)
განაცხადის #:163419ZMN104257524
აუქციონის #: 163419
ლოტის #: 1042575
დაწყება/დასრულება: 16/12/2024 17:40 - 23/12/2024 17:40
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3240.00GEL
მიმდინარე ფასი : 4050.00 GEL
საწყისი ფასი: 4050.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 202.50 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ბაკურიანის განვითარების სააგენტო"
მისამართი: ბორჯომის რაიონი / დაბა ბაკურიანი თამარ მეფის ქ. N1
ტელეფონი: 971-
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)9.00
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
მიწის ფართობი(მ²)9.00შენობის ფართობი(მ²)9.00
საკადასტრო კოდი64.30.17.145Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ქვეყანასაქართველოქალაქიბორჯომი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)დაბა ბაკურიანი, პარკის ტერიტორიაშენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა9 თვეტელეფონის ნომერი595857957
;
აღწერილობა
აღწერილობა

დაბა ბაკურიანში , პარკის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 9კვ.მ N17–ე შენობა–ნაგებობა სუვენირების / აქსესუარების / ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციისათვის(ს/კ 64.30.17.145)

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობა

დაბა ბაკურიანში , პარკის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 9კვ.მ N17–ე შენობა–ნაგებობა სუვენირების / აქსესუარების / ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციისათვის (ს/კ 64.30.17.145)

პირობა

1.   იჯარის ვადა  განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 (ცხრა) თვე;

2.  აუქციონში გამარჯვებულმა „იჯარის საგანი“ გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულების შესაბამისად და არ დაუშვას „იჯარის საგნის“ ფუნქციის შეცვლა მეიჯარესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე;

3. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია მეიჯარესთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული (თხუთმეტი) დღის ვადაში კომუნალური გადასახადების გადამხდელად დარეგისტრირდეს ქვეაბონენტად შესაბამის სამსახურებში;

4.  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით განახორციელოს ობიექტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯი, ასევე საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი და კომუნალური  გადასახადი;

5. საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების  ვადაში განახორციელოს იჯარის საგნის მოვლა-პატრონობა, ტექნიკური ექსპლუატაციის, სანიტარულ-ჰიგიენური, უსაფრთხოების (მათ შორის ხანძარ საწინააღმდეგო) წესების და ნორმების დაცვა;

6.  მოცემულ ობიექტზე მოიჯარეს მიეწოდება მაქსიმუმ 4 კილოვატი ელექტროენერგია.

7.მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა–პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება. დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს მისი აღდგენა, საკუთარი ხარჯებით;

8.საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგასევე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ მეიჯარე მის სარგებლობაში არსებულ ქონებას არ აბრუნებს პირვანდელ მდგომარეობაში, მაშინ საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესებები უსასყიდლოდ გადადის მოიჯარის საკუთრებაში;

9. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

10. მოიჯარეს ეკრძალება ობიექტის მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და  დამატებითი ობიექტის განთავსება;

11. აუქციონში გამარჯვებულს უფლება არა აქვს იჯარის საგანი სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გასცეს) იპოთეკით ან სხვა რაიმე ფორმით დატვირთოს სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან’’  წინასწარი შეთანხმების გარეშე;

12. აუქციონზე, ვაჭრობის შედეგად საწყისი საიჯარო ფასის 100%-ით და მეტი თანხით მატების შემთხვევაში, გამარჯვებული ვალდებულია საბოლოო თანხაზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, ან სრულად დაფაროს თანხა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე;

13. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ იმ პირსრომელსაც სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’  მიმართ აქვს გასული წლების საიჯარო ქირის დავალიანებაარ გაუფორმდება იჯარის ხელშეკრულება;

14. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ 5 (ხუთი) დღის ვადაში სრულად მოახდინოს საიჯარო ფართის გამოთავისუფლება;

15.მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;

16. მოიჯარე ვალდებულია ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება/ცვლილება შეათანხმოს სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’  ადმინისტრაციასთან  და სხვა უწყებებთან საჭიროებებიდან გამომდინარე;

17.აუქციონზე გამარჯვებულს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ვადის ბოლო თვის/წლის ანგარიშსწორებისას;

18.საიჯარო ქირის არაჯეროვნად გადახდის შემთხვევაში მეიჯარის მიერ შეწყდება ხელშეკრულება და გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები;

19. მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’   ადმინისტრაციის მიერ გამოყენებულ ყველა ნორმატიულ აქტს;

20. საწყისი თანხა  4050 (ოთხიათასორმოცდაათი) ლარი შეადგენს 9 თვით სარგებლობაში გადაცემის საფასურს;

21. საიჯარო ქირის გადახდა მოხდეს გრაფიკის შესაბამისად, ხოლო პირველი საიჯარო ქირის გადახდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

22. ელექტრონული აუქციონის ხანგრძლივობა (დაწყება/დასრულება)განისაზღვროს აუქციონის გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში;

23. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში  სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან’’  გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება.

აუქციონში  მონაწილეობის მიღებით აუქციონის  მონაწილე  ადასტურებს,  რომ  ის იღებს  ვალდებულებას  გამარჯვების  შემთხვევაში  სრულიად    დააკმაყოფილოს  გამოცხადებული  აუქციონის  პირობები.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ანგარიშზე.

;