ამობეჭდვის თარიღი: 22.12.2024 13:03:35
კატეგორია: მერქნული რესურსები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში მოჭრილი საშეშე მერქნის საკუთრებაში გაცემის მიზნით აუქციონი
განაცხადის #:29230BVL104267724
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 1042677
რაოდენობა: 44.5180
დაწყება/დასრულება: 24/12/2024 12:00 - 31/12/2024 16:00
ლოტის სტატუსი: გამოქვეყნებული
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 679.94GEL
მიმდინარე ფასი : 3338.85 GEL
საწყისი ფასი: 3338.85 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 170 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
მისამართი: გულუას 6
ტელეფონი: 971-2752352
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ჩაქვისთავიქვეყანასაქართველო
ქალაქიქობულეთირაოდენობა44.5180
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი10
ზომის ერთეულიკუბური მეტრიტელეფონის ნომერი577222364; 577101824
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობა

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში მოჭრილი მერქნულ რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი:

44.5180 მ3 საშეშე მერქანი (თხმელის სახეობა - 35.2370 მ3 , ნეკერჩხლის სახეობა - 0.9950 მ3 , თელის სახეობა 0.4350 მ3 , პავლონიას სახეობა - 1.6850 მ3 , ხემყრალას სახეობა - 1.4410 მ3 , ლეღვის სახეობა - 0.3700 მ3 , თხილის სახეობა - 2.5320 მ3 და ჭადრის სახეობა - 1.8230 მ3)

პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უქციონში გამარჯვებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე: ს.ს.ი.პ დაცული ტერიტორიების სააგენტო (ს/კ 204911337), მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 707347309 ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული ფასი და ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მერქნული რესურსის გატანა გამყიდველის ტერიტორიიდან.

2. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, ასევე ადგილზე გადაამოწმოს აუქციონზე გამოტანილი ქონების მდგომარეობა და ხარისხი (საკუთრებაში გადასაცემი ქონება მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩაქვისთავი). აღნიშნული უფლებით სარგებლობის მიუხედავად, ქონების ხარისხი ითვლება შეთანხმებულად და აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს არ შეუძლია პრეტენზია განაცხადოს აუქციონზე შეძენილი ქონების ხარისხის შესახებ (მერქნული რესურსი მოჭრილია 2023 წლის ბოლოს და განთავსებულია ღია ცის ქვეშ).

3. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა 3338.85 (სამიათას სამასოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის ოდენობით (ფასში შედის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი და დღგ);

4.  აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 170 (ასსამოცდაათი) ლარის ოდენობით;

5. ბეს ოდებობა განისაზღვრა 679,94 (ექვსასსამოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით (ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში ან გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას ან აუქციონში გამარჯვებულმა შესაბამისი ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა). 

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;