ამობეჭდვის თარიღი: 22.12.2024 05:57:29
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:დაბა ბაკურიანში, 38კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა–ნაგებობა (საპირფარეშო) N1
განაცხადის #:163419ZMN104365024
აუქციონის #: 163419
ლოტის #: 1043650
დაწყება/დასრულება: 18/12/2024 16:06 - 25/12/2024 16:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 547.20GEL
მიმდინარე ფასი : 684.00 GEL
საწყისი ფასი: 684.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 34.2 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ბაკურიანის განვითარების სააგენტო"
მისამართი: ბორჯომის რაიონი / დაბა ბაკურიანი თამარ მეფის ქ. N1
ტელეფონი: 971-
თვისებები
სველი წერტილები2ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-კვადრატულობა(მ²)38
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-მიწის ფართობი(მ²)38
შენობის ფართობი(მ²)38საკადასტრო კოდი64.30.01.571
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიდაბა ბაკურიანიქუჩა(დასახელება/ნომერი)დაბა ბაკურიანი (25-მეტრიანების მიმდებარედ)
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა3 თვე
ტელეფონის ნომერი599091059
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
პირობა

1.იჯარის ვადა  განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3  (სამი) თვე;

2.უქციონში გამარჯვებულმა საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს  საპირფარეშოების ფუნქციონირება;

3.უზრუნველყოს იჯარით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, საპირფარეშოებისთვის აუცილებელი ინვენტარ-მოწყობილობებით, სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებებით.

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში საპირფარეშოების დასუფთავება და მოწესრიგება;

5.„იჯარის საგანი“ გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულების შესაბამისად (უზრუნველყოს საპირფარეშოების შეუფერხებლად ფუნქციონირება) და არ დაუშვას „იჯარის საგნის“ ფუნქციის შეცვლა მეიჯარესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე;

6.საპირფარეშოს სარგებლობით მომსახურების ფასი ერთ სულზე არ უნდა აღემატებოდეს 1(ერთ) ლარს;

7.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია მეიჯარესთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული (თხუთმეტი) დღის ვადაში კომუნალური გადასახადების გადამხდელად დარეგისტრირდეს ქვეაბონენტად შესაბამის სამსახურებში;

8.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით განახორციელოს საპირფარეშოების ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯი, ასევე საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი და კომუნალური  გადასახადი;

9. საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების  ვადაში განახორციელოს იჯარის საგნის მოვლა-პატრონობა, ტექნიკური ექსპლუატაციის, სანიტარულ-ჰიგიენური, უსაფრთხოების (მათ შორის ხანძარ საწინააღმდეგო) წესების და ნორმების დაცვა;

10. ხელშეკრულების დასრულების შემდგომ საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესებები გადადის სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’  საკუთრებაში;

11.აუქციონში გამარჯვებულს უფლება არა აქვს იჯარის საგანი სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გასცეს) იპოთეკით ან სხვა რაიმე ფორმით დატვირთოს სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან’’  წინასწარი შეთანხმების გარეშე;

12.აუქციონში გამარჯვებულმა იჯარის ობიექტი გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის და არ დაუშვას იჯარის ობიექტის ფუნქციის შეცვლა მეიჯარესთან წინასწარი შეთნხმების გარეშე.

13.საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ასევე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, საიჯარო ქონებაზე განხორცილებული გაუმჯობესებები უსასყიდლოდ გადადის მოიჯარის საკუთრებაში;

14.აუქციონზე, ვაჭრობის შედეგად საწყისი საიჯარო ფასის 100%-ით და მეტი თანხით მატების შემთხვევაში, გამარჯვებული ვალდებულია საბოლოო თანხაზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, ან სრულად დაფაროს თანხა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე;

15.ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ იმ პირს, რომელსაც სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’  მიმართ აქვს გასული წლების საიჯარო ქირის დავალიანება, არ გაუფორმდება იჯარის ხელშეკრულება;

16.იჯარის ვადის გასვლის შემდეგ 5 (ხუთი) დღის ვადაში სრულად მოახდინოს საიჯარო ფართის გამოთავისუფლება;

17.მოიჯარე ვალდებულია ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება შეათანხმოს სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’  ადმინისტრაციასთან  და სხვა უწყებებთან საჭიროებებიდან გამომდინარე;

18.აუქციონზე გამარჯვებულს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ვადის ბოლო წლის ბოლო თვეებიანგარიშსწორებისას;

19.საიჯარო ქირის არაჯეროვნად გადახდის შემთხვევაში მეიჯარის მიერ შეწყდება ხელშეკრულება და გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები;

20.მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოს’’   ადმინისტრაციის მიერ გამოყენებულ ყველა ნორმატიულ აქტს;

21.საწყისი თანხა  684 (ექვსასოთხმოცდაოთხი) ლარი შეადგენს სამი თვით სარგებლობაში გადაცემის საფასურს;

22.საიჯარო ქირის გადახდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

23.ელექტრონული აუქციონის ხანგრძილივობა (დაწყება/დასრულება)განისაზღვროს აუქციონის გამოცხადებიდან 5 დღის განმავლობაში;

24.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში  სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან’’  გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება.

აუქციონში  მონაწილეობის მიღებით აუქციონის  მონაწილე  ადასტურებს,  რომ  ის იღებს  ვალდებულებას  გამარჯვების  შემთხვევაში  სრულიად    დააკმაყოფილოს  გამოცხადებული  აუქციონის  პირობები

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ანგარიშზე.

მოკლე აღწერილობადაბა ბაკურიანში, 38 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა–ნაგებობა (საპირფარეშო) N1
;