ამობეჭდვის თარიღი: 22.12.2024 06:22:54
კატეგორია: აღნაგობა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ტინისხიდში მდებარე მიწის ნაკვეთის, ს/კ 66.44.04.720, აღნაგობა
განაცხადის #:104446OYX104396624
აუქციონის #: 104446
ლოტის #: 1043966
დაწყება/დასრულება: 20/12/2024 17:00 - 06/01/2025 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 972GEL
მიმდინარე ფასი : 3240 GEL
საწყისი ფასი: 3240 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 324 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: გორის მუნიციპალიტეტი
მისამართი: გორი / გრ.ფერაძის #5
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ტინისხიდისაკადასტრო კოდი66.44.04.720
Rs რუკის მხარდაჭერა-სარგებლობაში გადაცემის ვადა15 წელი
ტელეფონის ნომერი558601818ქვეყანასაქართველო
მიწის ფართობი(მ²)650
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
პირობა

.აუქციონის პირობებად განისაზღვროს შემდეგი: ა) ს/კ 66.44.04.720 უძრავი ქონება გაცემული იქნეს კომერციული დანიშნულების ობიექტის განსათავსებლად. 1 წლის ვადაში განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები 200000 (ორასი ათასი) ლარის ინვესტიციით, რის თაობაზეც ,,აღნაგობის უფლების მქონემ’’ აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის გასვლის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს აუდიტორის დასკვნა, განხორციელებული ინვესტიციების ოდენობის შესახებ. აუდიტორის მომსახურების საზღაური გადაიხადოს ,,აღნაგობის უფლების მქონემ’’. ამავე ვადაში დასაქმდეს სულ ცოტა 10 (ათი) საქართველოს მოქალაქე, რაც უნდა დადასტურდეს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი დოკუმენტით. ასევე, მოწესრიგებულ იქნას მიმდებარე ტერიტორია (ქონების მიმდებარედ განხორციელდეს მოვლა-პატრონობა (სანიტარული, ჰიგიენური ნორმების დაცვა).

ბ) ს/კ 66.44.04.720 მიწის ნაკვეთზე გადის გრუნტის სარწყავი - სანიაღვრე არხი, რომელიც უფუნქციო და დაბინძურებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდეს 1 წლის ვადაში არხის მოწყობა, რომელიც გახდის არხს ფუნქციონალურს და ისარგებლებს მოსახლეობა.

გ) მშენებლობის პროექტი შეთანხმებულ იქნას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილებასთან.

დ) მიწის ნაკვეთზე ხაზოვანი ნაგებობის არსებობის შემთხვევაში, აღნაგობის უფლების მქონე პირზე გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ხაზოვანი ნაგებობის დაცვის წესის შესახებ.

ე) აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ არ მოხდეს ს/კ 66.44.04.720 მიწის ნაკვეთზე და მის მიმდებარედ არსებული ხეების მოჭრა ან დაზიანება.

 ,,საწყის თანხად" მითითებულია აღნაგობის წლიური საზღაური. საზღაურის გადახდა მოხდება ყოველთვიურად.  ,,საგარანტიო თანხა" ჩაითვლება აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო თვის/თვეების გადასახდელი საზღაურის ოდენობაში. აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის აღნაგობის ხელშეკრულება გაფორმდება აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

           ქონების განკარგვა ხორციელდება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის,საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილების საფუძველზე.

სარგებლობაში გადაცემის ვადა: 15 წელი

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;