|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სათაო ოფისის პირველ სართულზე არსებული 2 კვ.მ. ფართის ელექტრონული აუქციონის წესით სარგებლობაში გადასაცემად (ყავისა და თვითმომსახურების სავაჭრო (სწრაფი კვების) აპარატების განსათავსებლად)
განაცხადის #:321321AD323224 აუქციონის #: 321321 ლოტის #: 3232 დაწყება/დასრულება: 20/12/2024 14:00 - 30/12/2024 15:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 220GEL
მიმდინარე ფასი :
220 GEL
საწყისი ფასი: 220 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი ტელეფონი: 971-2749649 |
თვისებები
|
სართული | 1 | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | გათბობა | - | კვადრატულობა(მ²) | 2 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | + | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | აივანი | - | ბრძანების ნომერი | 7282 | საკადასტრო კოდი | 01.13.01.010.085 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივნის N99 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ახალი გარემონტებული | სათავსო | - | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 365 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 12 თვე | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი | ტელეფონის ნომერი | 2749649 / 577 111 573 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გადახდა: ინფორმაცია გადახდის პროცესის შესახებ. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601, ან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ტელ: 577 111 573; 2 749 649. |
მოკლე აღწერილობა | ყავის და თვითმომსახურების სავაჭრო (სწრაფი კვების) აპარატების განთავსების მიზნით იჯარით გაიცემა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობის (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N99) პირველ სართულზე მოქალაქეთათვის გამოყოფილი საჯარო სივრცის 2 კვ.მ ფართი, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტებული (უზრუნველყოფილია ელ. მომარაგებით, ინტერნეტით). |
პირობა | სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობის (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N99) პირველ სართულზე მოქალაქეთათვის გამოყოფილი საჯარო სივრცის 2 კვ.მ ფართის იჯარით გაცემა ელექტრონული აუქციონის საშუალებით: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო; ბ) ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივნის N99-ში მდებარე აღსრულების ეროვნული ბიუროს სათაო ოფისში პირველ სართულზე არსებული 2 კვ.მ ფართი; გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დრო: დაწყება 2024 წლის 20 დეკემბერი, დასრულება - 2024 წლის 30 დეკემბერი; დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყისი ყოველთვიური საფასურია 220 (ორას ოცი) ლარი; ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 12 (თორმეტი) თვე. ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა შეადგენს 220 ლარს, ხოლო მოქმედების ვადა უნდა ვრცელდებოდეს 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ვ) მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე, ყავის და თვითმომსახურების სავაჭრო (სწრაფი კვების) აპარატების განთავსების მიზნით, დროებით სარგებლობაში, იჯარით იღებს, მეიჯარის მფლობელობაში არსებულ ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის N99-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში, პირველ სართულზე არსებული 2 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.13.01.010.085 (შემდგომში „იჯარის საგანი“). იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ზ) საიჯარო ქირა მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და ელექტროენერგიის, დასუფთავების და სხვა კომუნალურ გადასახდელებს. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარის მიერ მოხდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. თ) მეიჯარე ვალდებულია: ხელშეკრულების დადებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში; დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
მეიჯარე უფლებამოსილია: ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; მოითხოვოს მოიჯარის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. ი) მოიჯარე ვალდებულია: იჯარის საგანი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებით. მოუაროს მას და მკაცრად დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესები; ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს მეიჯარეს იჯარის საგანი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო ნორმალური ცვეთისა და ამორტიზაციის გათვალისწინებით; მეიჯარის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა; აპარატებზე დააწესოს ისეთი მომსახურების საკომისიო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სხვა ტერიტორიაზე განთავსებულ მის აპარატებზე არსებულ სტანდარტულ საკომისიოს; ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში იჯარით მიღებული იჯარის საგნის სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, ხოლო იჯარის საგანზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ერთი თვის ვადაში განახორციელოს აღნიშნული რეგისტრირებული უფლების გაუქმება საჯარო რეესტრში; დაიცვას ხელშეკრულების პირობები და მეიჯარეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე. მოიჯარე უფლებამოსილია: დაუბრკოლებლად ისარგებლოს იჯარის საგნით; იჯარის საგანი გამოიყენოს ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის; ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით. გამოიყენოს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. კ) ბიჯის სიდიდე: 10 ლარი. ლ) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონი: 577 111 573 მ) სარგებლობაში გადაცემის ვადა - 12 (თორმეტი) თვე. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |