ამობეჭდვის თარიღი: 28.12.2024 02:18:16
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთათვის სასადილოს მოწყობის მიზნით სამინისტროს ბალანსზე რიცხული 30 კვ.მ ფართის იჯარის წესით გაცემა.
განაცხადის #:118339RIM104484524
აუქციონის #: 118339
ლოტის #: 1044845
დაწყება/დასრულება: 25/12/2024 18:00 - 31/12/2024 12:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 500.00GEL
მიმდინარე ფასი : 150 GEL
საწყისი ფასი: 150 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: დიდუბე-ჩუღურეთი / აკ წერეთლის გამზ. N144
ტელეფონი: 995-574747455
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი+
გათბობა+კვადრატულობა(მ²)30
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი+ბუხარი-
აივანი-Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა1ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)აკ.წერეთლის გამზ. N144
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
სათავსო+სარგებლობაში გადაცემის ვადა12 თვე
ტელეფონის ნომერი591111710
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

აღნიშნული ფართი გახლავთ სასადილოსათვის საჭირო გარკვეულ ინვენტართან ერთად.

მოკლე აღწერილობასასადილოს ფუნქციონირების სავარაუდო დაწყების თარიღი -  27.01.2025 წ.
პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მეიჯარე უფლებამოსილია:

ვადაზე ადრეცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულებახელშეკრულებით ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;

მოითხოვოს მოიჯარის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები

მოიჯარე ვალდებულია:

იჯარის საგანი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებითმოუაროს მას და მკაცრად დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესები;

ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს მეიჯარეს იჯარის საგანი იმ მდგომარეობაშირომელშიც მისგან მიიღო ნორმალური ცვეთის და ამორტიზაციის გათვალისწინებით;

მეიჯარის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს სხვა საქმიანობაგარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა;

ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში იჯარით მიღებული იჯარის საგნის სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრშიხოლო იჯარის საგანზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ერთი თვის ვადაში განახორციელოს აღნიშნული რეგისტრირებული უფლების გაუქმება საჯარო რეესტრში 

დაიცვას ხელშეკრულების პირობები და მეიჯარეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

მომსახურების გაწევის პირობები:

·   აუქციონში მონაწილე უნდა იყოსსაქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირირომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების შესრულება:

·  მზასაკვების მიწოდები სმომსახურების პუნქტის ფუნქციონირება ყოველდღეშაბათ-კვირისა დასაქართველოს შრომის კოდექსითგათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, 10:00 საათიდან17:00 საათამდემათ შორის შესვენების საათებში(13:00-14:00). პროდუქცია უნდაიყოს ხელმისაწვდომიდა მითითებულ იფასებიარ უნდა აღემატებოდეს საცალო ქსელში არსებულ ფასებს და საცალოქსელში ფასების ცვლილების შემთხვევაშიმეიჯარის მოთხოვნით მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ფასებისცვლილება;

·       უზრუნველყოს სასადილოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეტანა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით საკვების მომზადება;

·       კვების ობიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანიახალი ცხელი/ცივი საკვები და ცხელი/გამაგრილებელი სასმელები.

·      მზა საკვები პროდუქტების მენიუ დღის განმავლობაში უნდა იყოს მრავალფეროვანი და უნდა მოიცავდეს მინიმუმ დანართი N1-ით გათვალისწინებულ სახეობებს. ასევე შემოთავაზებული უნდა იყოს ლანჩ-მენიუ და უნდა გააჩნდეს ფიქსირებული ფასი. მენიუს ცვლილება შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით.

·   უზრუნველყოს ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 07 ივლისის N320 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვა;

·        უზრუნველყოს ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობების და წესების’’ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის N10 დადგენილებით დამტკიცებული მოთოვნების დაცვა;

·        მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია მოახდინოს ,,განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N303/ ბრძანების მოთხოვნების სრული დაცვით;

·          არ გამოიყენოს ერთხელ უკვე მოხმარებული ცხიმიდ აცხიმის შემცვლელი პროდუქტები ხელმეორედ;

·        მინიმუმ თვეში ერთხელსაჭიროების შემთხვევაში კი მეიჯარის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს  3 (სამიდღეში,  უზრუნველყოს კვების ობიექტში არსებული მოწყობილობების და დანადგარების გენერალური დასუფთავება და დეზინფიცირება;

·          უზრუნველყოს კვების ობიექტებისმომსახურეპერსონალი სპეციალური სამოსით.

·     სამზარეულოს პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვასსაკვების მომზადებისსანიტარული წესებიასევე შეიმოსოს წინსაფარითბახილებითსამზარეულოს ქუდით.

·     აუცილებელი პირობა: აუქციონში მონაწილე ,,მოიჯარე" ვალდებულია კვების ობიეტზე დასაქმებული ჰყავდეს კვალიფიციური პერსონალი -მზარეული. მზარეულს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და მუშაობის გამოცდილება, ამის დასადასტურებლად აუცილებელია წარმოდგენილ იქნას შესაბამისი სერთიფიკატი/ები, დიპლომები და ა.შ.

·    განახორციელოს მომსახურების პუნქტში მზა კერძების შემოტანა და რეალიზება,  კერძების ადგილზე მომზადება შესაძლებელიამოიჯარე პასუხისმგებელია პროდუქციის ხარისხზე (პროდუქტებზე დაწესებული ცალკეული სტანდარტების სრულად დაკმაყოფილებაზე).

·     მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტში შემოთავაზებულ კერძებზე და გამაგრილებელ სასმელებზე დაწესებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს ბაზარზე (მსგავს დაწესებულებებშიარსებულ საშუალო ფასებს;

·          უზრუნველყოს მოხმარებული ჭურჭლის რეცხვა საკუთარი რესურსებით;

·          დაიცვას ობიექტისა და მისი მომსახურე პერსონალის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

·          ზედმიწევნით დაიცვას დაწესებულებაში დადგენილი წესები (უსაფრთხოებასახანძროსამუშაო საათები ..).

·          პროდუქციის მოწოდება უზრუნველყოს იმგვარადრომ ხელი არ შეეშალოს დაწესებულებაში მიმდინარე სამუშაო პროცესს.

·          მოიჯარე ვალდებულია ობიექტზე განათავსოს საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის ტერმინალი.

·          საიჯარო ფართში განათავსოს შესაბამისი ავეჯისასადილოს ფუნქციონირებისათვის აუცულებელი ტენიკა და მანქანა დანადგარებიჭურჭელი და ..

·      აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია წარადგინოს მზა საკვების განფასება (სეზონების შესაბამისადდანართი #1–ის მიხედვითრომელშიც მითითებული უნდა იყოს გრამაჟი და ფასი.

მითითებული საიჯარო თანხა წარმოადგენს ყოვეთვიურ გადასახადს, ჯამში 12 თვის განმავლობაში

·          საკონტაქტო ტელეფონი: 591 111 710.

;