|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:სსიპ ქალაქ ქუთაისის N 31 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული ძირითადი შენობის პირველ სართულზე არსებული 26.68 კვ.მ ფართი გაიცემა სასკოლო კვების ბლოკის (ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით
განაცხადის #:35777CUG104576824 აუქციონის #: 35777 ლოტის #: 1045768 დაწყება/დასრულება: 31/12/2024 12:20 - 06/01/2025 10:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 8 ბიჯი საგარანტიო თანხა: 850GEL
დასრულების დრო: 06.01.2025 10:00:00
გაყიდვის ფასი : 5080.0000 GEL
საწყისი ფასი: 5000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ ქუთაისის # 31 საჯარო სკოლა მისამართი: ქ.ქუთაისში / აკ.ხორავა N3 ტელეფონი: 995-0431273135 |
თვისებები
|
სართული | 1 | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | გათბობა | + | კვადრატულობა(მ²) | 26.68 | წყალი და კანალიზაცია | + | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | აივანი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | + | ოთახების რაოდენობა | 1 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ქუთაისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | აკაკი ხორავას ქუჩა N3 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ძველი გარემონტებული | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2 (ორი) წელი | ტელეფონის ნომერი | 577277531 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | აუქიონის დასრულებიდან, მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში გამარჯვებულმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით: 1. აუქციონის მონაწილე რეგისტრირებული უნდა იყოს კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ {წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ რეესტრიდან) და ჰქონდეს კვების პროდუქტების საწარმ დ მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. (ჯამურად) 2. საქართველოს კანონმდებლობის (საქართველოს კანონის "სურსათის/ცხოველის საკვებისუვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვისკოდექსი") შესაბამისად უნდა წარმოადგინოს მისი ობიექტის შესაბამისობისშეფასების აქტი(გაცემულიბოლო6 თვისგანმავლობაში) რომელიც დაადასტურებს ობიექტის მზადყოფნას ბავშვთა კვების ორგანიზების უზრუნველყოფისათვის. 3. აუქციონშიმონაწილეპირსუნდაგააჩნდესანალოგიურისახისკეთილსინდისიერიმუშაობისგამოცდილებაგანათლებისსისტემაშიშემავალსახელმწიფოუწყებებთან.ასევეწარმოადგინოსზედნადები, რითაცდასტურდებასასკოლოკვებისრაციონში, გარდაცომეულისა, მრავალფეროვანისურსათისარსებობა(მაგ: ბოსტნეული, ხორცეულიმარცვლეულიდასხვა...) 4. ხელშეკრულებისგაფორმებაგამარჯვებულპირსგაუფორმდებააუქციონისდასრულებიდანარაუგვიანეს10 (ათი) კალენდარულიდღისგანმავლობაში. 5. თუკიაუქციონშიგამარჯვებულივერდააკმაყოფილებსმოთხოვნილიპირობებიდანრომელიმემათგანს, მასთანხელშეკრულებისგაფორმებაარგანხორციელდება, ანარგამოცხადდება10 დღისვადაშიხელშეკრულებისგასაფორმებლად, ანიგისხვაგვარადგამოხატავსუარსხელშეკრულებისგაფორმებაზე, მისმიერგადახდილისაბანკოგარანტიაუკანარდაუბრუნდება, აგრეთეარგანიხილებარაიმესხვასახისპრეტენზია. მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 მაისის N410 ბრძანება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“ - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართი. |
მოკლე აღწერილობა | სსიპ ქალაქ ქუთაისის N31 საჯარო სკოლის პირველ სართულზე არსებული 26.68 კვ.მ ფართი იჯარით გაიცემა სასკოლო კვების ბლოკის (ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით (ინვენტარის გარეშე) |
პირობა | 1. ფართი იჯარით გაიცემა სასკოლო კვების ბლოკის (ბუფეტის) ფუნქციონირებისათვის; 2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს; 3. ფართი იჯარით გაიცემა 2 (ორი) წლის ვადით, ინვენტარის გარეშე. 4. თუ იჯარა 1 წელზე მეტი ვადითაა გაფორმებული, ამ შემთხვევაში სკოლას უფლება ექნება ყოველწლიურ/ყოველთვიურ ღირებულებაში შეიტანოს ცვლილება ხელშეკრულების მოქმედების ყოველ მომდევნო წელს. 5. მოიჯარე ვალდებულია სასკოლო ბუფეტის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარებით თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი. 6.საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადები (ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის) გადასახადი. წლის და ელექტროენერგიის მრიცხველი განმხოლოებულია. ბუნებრივი აირის თანხა განისაზღვრა 148 ლარით. 7. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები და გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას; 8.მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ბუფეტის ფუნქციონირება ყველა სასწავლო დღეს; 9. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში მეიჯარეს უფლება ექნება შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება. 10. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე, თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 11.გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას. 12. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 13.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა 14. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად. 15. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 მაისის N410 ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციები სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |