|
კატეგორია:
სასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:მცხეთის მუნიციპალიტეტში, გლდანის ტერიტორიაზე მდებარე 44921 კვ.მ, სოფელ გლდანში მდებარე 26712 კვ.მ და სოფელ საგურამოში მდებარე 29855 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები
განაცხადის #:00160BV124 აუქციონის #: 00160 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: 2024122780452 დაწყება/დასრულება: 27/12/2024 17:00 - 13/01/2025 17:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 217950GEL
მიმდინარე ფასი :
2179500 GEL
საწყისი ფასი: 2179500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2000 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა. ტელეფონი: 995-1420 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | მცხეთის მუნიციპალიტეტი, გლდანის ტერიტორია, სოფელი გლდანი და სოფელი საგურამო | საქმის ნომერი | 2024122780452 | ბრძანების ნომერი | 1/1-7438 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | მცხეთა | საკადასტრო კოდი | 72.12.01.199; 72.12.01.1004; 72.12.01.1016 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 30 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 45 | ტელეფონის ნომერი | 1420 | ქონების ტიპი | უძრავი ქონება |
აღწერილობა
|
აღწერილობა | 72.12.01.199 72.12.01.1004 72.12.01.1016 ყურადღება!
შენიშვნა: |
მოკლე აღწერილობა | 44921 კვ.მ, სოფელ გლდანში მდებარე 26712 კვ.მ და სოფელ საგურამოში მდებარე 29855 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები |
პირობა | საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადაში საპრივატიზებო უძრავი ნივთების ან მათი ნაწილის განვითარება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 10 000 კვ.მ. ფართობზე ტროპიკული მცენარეების სასათბურე მეურნეობის შექმნას, სარეკრეაციო/სადემონსტრაციო სივრც(ეებ)ის მოწყობას (რაც არ უნდა მოიცავდეს ამ პუნქტით გათვალისწინებულ, 10 000 კვ.მ. ფართობზე შექმნილ ტროპიკული მცენარეების სასათბურე მეურნეობას), საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღებას. ამასთან, განვითარება არ მოიცავს თვითმავალი/მისაბმელი სპეცტექნიკის/მანქან(ებ)ის შეძენას). გ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ოდენობის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება. დ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სასათბურე მეურნეობის შექმნიდან 3 (სამი) თვის ვადაში, „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების მიზნით, არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 5 (ხუთი) წლის ვადით. ე) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 20 (ოცი) წლის ვადით სასათბურე მეურნეობის ფუნქციონირების შენარჩუნება. გამარჯვებული ვალდებულია: 1) აუქციონში გამარჯვებული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, იურიდიული პირის წესდება და სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, შესაბამისი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან), რომლითაც უნდა დგინდებოდეს დომინანტი პარტნიორ(ებ)ი, ხოლო თუკი აუქციონში გამარჯვებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორ(ებ)ი არის/არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი - ინფორმაცია/დოკუმენტაცია ყოველი შემდეგი პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ის შესახებ. ამასთან, აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია/ბე აუქციონში გამარჯვებულის მიერ დადგენილ ვადაში აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისას ან/და თუკი აუქციონში გამარჯვებული პირი არ შეიძლება წარმოადგენდეს აუქციონის ფორმით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |