ამობეჭდვის თარიღი: 05.02.2025 23:02:04
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ - ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის 17.83 კვ.მ ფართი მზა საკვები პროდუქტების რეალიზაციის მიზნით
განაცხადის #:32840CJD104616025
აუქციონის #: 32840
ლოტის #: 1046160
დაწყება/დასრულება: 13/01/2025 13:00 - 20/01/2025 13:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 450GEL
დასრულების დრო: 20.01.2025 13:00:00
გაყიდვის ფასი : 4455.0000 GEL
საწყისი ფასი: 4450 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ტაბახმელა, გუმბათების წყაროს I შესახვევი N5
ტელეფონი: 995-577616152
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)17.83
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თბილისი, ტაბახმელაშენობის პროექტიარასტანდარტული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა2(ორი) წელი
ტელეფონის ნომერი577616142
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ - ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის ძირითადი შენობის პირველ სართულზე განთავსებული ფართი 17.83 კვ.  იჯარით გაიცემა მზა საკვები პროდუქტების რეალიზაციის მიზნით, ინვენტარით (მაგიდა- 2 ცალი; სკამი - 8 ცალი), 2(ორი) წლის ვადით, დღიურად.

მოკლე აღწერილობა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

სსიპ - ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლა

დირექტორი ანა ობოლაძე - 577616142

პირობა

1.სსიპ - ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლის ძირითადი შენობის პირველ სართულზე განთავსებული ფართი 17.83 კვ.  იჯარით გაიცემა მზა საკვები პროდუქტების რეალიზაციის მიზნით, ინვენტარით (მაგიდა- 2 ცალი; სკამი - 8 ცალი), დღიურად.

2. საწყისი ფასი შეადგენს 1 (ერთი) წლის საიჯარო ქირას.
3.
ფართი იჯარით გაიცემა 2 (ორ) წლის ვადით.
4.
საიჯარო ქირაში შედის  ყველა კომუნალური გადასახადი.
5. საიჯარო ფართზე მოხდება მზა საკვები პროდუქტების რეალიზაცია სარეალიზაციო დახლის ფუნქციონირების გზით. ადგილზე საკვების დამზადება არ მოხდება.

6. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. მოიჯარეს მიერ ფართით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას.

7. მოიჯარეს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.

8.მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები(გაიდლაინი) "ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში”.

9. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის N5230001601881 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის დადგენილი მოთხოვნები.

10. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები.

11. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:

ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში.

ბ) თუ ეს გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

13. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს.

14. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე - უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს ფართით დროებით სარგებლობა.

15. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

16.აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებადგთხოვთმიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

17. იჯარის ხელშეკრულება უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. რეგისტრაციის ხარჯები ეკისრება მოიჯარეს.

მიმაგრებულ  ფაილებში შეგიძლიათ იხილეთ   სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის N5230001601881 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის დადგენილი მოთხოვნები და იჯარის ხელშეკრულების ნიმუში.

;