ამობეჭდვის თარიღი: 05.02.2025 23:09:03
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N149 საჯარო სკოლის პირველ სართულზე მდებარე ფართი -კვების ბლოკი (ბუფეტი)
განაცხადის #:51827EWK104647125
აუქციონის #: 51827
ლოტის #: 1046471
დაწყება/დასრულება: 14/01/2025 17:00 - 20/01/2025 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2400GEL
დასრულების დრო: 20.01.2025 12:00:00
გაყიდვის ფასი : 12010.0000 GEL
საწყისი ფასი: 12000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #149 საჯარო სკოლა
მისამართი: გლდანი-ნაძალადევი / თემქა 11 მ.რ 3 კვ
ტელეფონი: 971-
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-კვადრატულობა(მ²)97.02
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თემქა, მე-11მ/რ მე-3 კვშენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი (12 კალენდარული თვე)ტელეფონის ნომერი591936373
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობასსიპ ქალაქ თბილისის N 149 საჯარო სკოლა სასკოლო კვების ბლოკის (ბუფეტი) ფუნქციონირების მიზნით იჯარით (ერთი წლის ვადით) გასცემს სკოლის პირველ სართულზე მდებარე 97,02 კვ. მ ფართის მქონე უძრავ ქონებას, იქ არსებულ მოძრავ ქონებასან (ბუფეტის მაგიდა 14 ცალი, მოსწავლის მერხი - 3 ცალი, მოსწავლის სკამი 21 ცალი) ერთად .
პირობა

1. სსიპ ქალაქ თბილისის N 149 საჯარო სკოლა სასკოლო კვების ბლოკის (ბუფეტი) ფუნქციონირების მიზნით იჯარით (ერთი წლის ვადით) გასცემს სკოლის პირველ სართულზე მდებარე 97,02 კვ. მ ფართის მქონე უძრავ ქონებას, იქ არსებულ მოძრავ ქონებასან (ბუფეტის მაგიდა 14 ცალი, მოსწავლის მერხი - 3 ცალი, მოსწავლის სკამი 21 ცალი) ერთად .

2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს ფართის იჯარის ფორმით  სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს:

3. ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით;

4. საიჯარო ქირაში  შედის ბუნებრივი აირის კომუნუალური გადასახადის ღირებულება, ხოლო არ შედის კომუნალური გადასახადის - ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი. ელექტროენერგიისა და წყლის კომუნალური გადასახადის გადახდა მოხდება დამოუკიდებელი განმხოლოებული მრიცხველის ჩვენების საფუძველზე;

5. მოიჯარე ვალდებულია თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი სხვა შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით;

6. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და კომუნალური გადასახადები, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. მოიჯარეს მიერ ფართით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას.

7. მოიჯარეს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.

8.მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები(გაიდლაინი) "ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში”.

9. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის N5230001601881 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის დადგენილი მოთხოვნები.“

10. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები.

11. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში.
ბ) თუ ეს გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

12. მოიჯარე ვალდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს დოკუმენტაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შესაბამისი მომსახურების რეგისტრაციის შესახებ და რეგისტრირებული საქმიანობის გარდა სხვა ტიპის მომსახურება არ განახორციელს.  (აღნიშნული განსაკუთრებით ეხება - საკვების დამზადებას შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე). რეგისტრირებული ეკონომიკური საქმიანობის ცვლილების სურვილის შემთხვევაში მოიჯარე ვალდებული იქნება აღნიშნული შეათანხმოს მეიჯარესთან და არ დაიწყოს სხვა საქიანობა მეიჯარის წერილობითი თანხმობის გარეშე.

13. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 

14. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზურუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს.

15. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე - უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს ფართით დროებით სარგებლობა.

16. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

17. მოიჯარე ვალდებული იქნება უზრუნველყოფილი ჰქონდეს პოს ტერმინალით ანგარიშსწორება.

18. აუქციონის სავალდებულო პირობაას წარმოადგენს მოიჯარის გამოცდილება. კერძოდ, სავალდებულოა მოიჯარეს ჰქონდეს 5 წლიანი გამცდილება სასკოლო კვების ობიექტის ფუნქციონირების მიმართულებით. აღნიშნულის დასადასტურებლად გამარჯვებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს იჯარის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი აქტები ან/და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სადაც ფიქსირდება იჯარის ხელშეკრულბის ქონა სასკოლო კვების ობიექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია არ გააფორმოს ხელშეკურლება აუქციონში გამარჯვებულ პირთან.

19. მოიჯარე ვალდებული იქნება სკოლაში საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში
უზრუნველყოს სააგენტოს მოწვევა ინსპექტირების განსახორციელებლად და იმ
შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ გაიცა მითითებები, სააგენტოს ინსპექტირების აქტით
განსაზღვრულ ვადებში შეასრულოს მითითებები.

მიმაგრებულ  ფაილებში შეგიძლიათ იხილეთ   “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის N5230001601881 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის დადგენილი მოთხოვნები და იჯარის ხელშეკრულების ნიმუში.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;