|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის ფართი
განაცხადის #:43419DQX104690125 აუქციონის #: 43419 ლოტის #: 1046901 დაწყება/დასრულება: 15/01/2025 16:36 - 22/01/2025 14:41 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1000GEL
მიმდინარე ფასი :
6490 GEL
საწყისი ფასი: 6490 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა მისამართი: ქ. თბილისის სამგორის რაიონში / თრიალეთის 7 ტელეფონი: 995-322766466 |
თვისებები
|
სართული | 1 | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | გათბობა | + | კვადრატულობა(მ²) | 19.76 | წყალი და კანალიზაცია | + | ტელეფონი | - | ინტერნეტი | + | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | აივანი | - | საკადასტრო კოდი | 01.19.20.027.007 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | ოთახების რაოდენობა | 1 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | თრიალეთის ქ.N7 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ძველი გარემონტებული | სათავსო | - | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | 01.19.20.027.007 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 31.12.2025 | ტელეფონის ნომერი | 577717102 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
მოკლე აღწერილობა | იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის პირველ სართულზე მდებარე 19.76 კვ.მ ფართი მოძრავ ქონებასთან ერთად (დაფა 1 ცალი, მოსწავლის მერხი 15 ცალი, მოსწავლის სკამი 15 ცალი), ნებადართული საქმიანობების ნუსხით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების მიზნით. (იხ.დანართი N1). |
პირობა | 1. იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის პირველ სართულზე მდებარე 19.76 კვ.მ ფართი მოძრავ ქონებასთან ერთად ნებადართული საქმიანობების ნუსხით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების მიზნით (იხ.დანართი N1), საათობრივად. 2. სკოლის პირველ სართულზე მდებარე 19.76 კვ.მ ფართის ოთახი N110: სამშაბათი - 12:00 – 15:00 საათებში ხუთშაბათი - 12:00 -15:00 საათებში შაბათი - 10.30.-16:30 საათებში კვირა- 10.30.-16:30 საათებში 3. საწყისი ფასი შეადგენს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საიჯარო ქირას. 4. ფართი იჯარით გაიცემა 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 5. საიჯარო ქირაში შედის კომუნალური გადასახადები (ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირით (გათბობის) სარგებლობის გადასახადი). 6. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 7. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების წესები. მოიჯარე ასევე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის წარმართვას; 8.მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები; 9. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას; 10.თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 11.ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 12.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა; 13.საჭიროების შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია გასაიჯარებელ ფართში საკუთარი სახსრებით ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები. მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და ნებადართული საქმიანობების ნუსხა. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |