ამობეჭდვის თარიღი: 21.01.2025 02:22:03
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის შენობაში არსებული ფართი
განაცხადის #:43419DQX104715325
აუქციონის #: 43419
ლოტის #: 1047153
დაწყება/დასრულება: 16/01/2025 10:50 - 22/01/2025 10:30
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2000GEL
მიმდინარე ფასი : 8700 GEL
საწყისი ფასი: 8700 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისის სამგორის რაიონში / თრიალეთის 7
ტელეფონი: 995-322766466
თვისებები
სართული1TV-
ცხელი წყალი-გათბობა+
სველი წერტილები1წყალი და კანალიზაცია+
ტელეფონი-ინტერნეტი+
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-აივანი-
ლოჯი-კვადრატულობა(მ²)311.24
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა31.12.2025
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრიტელეფონის ნომერი577717102
საკადასტრო კოდი01.19.20.027.007Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა2ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)თრიალეთის ქ.N7
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობაიჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის პირველ სართულზე მდებარე 311.24 კვ.მ ფართი მოძრავ ქონებასთან ერთად (კალათბურთის ფარი 2 ცალი, მაგიდა 1 ცალი და სკამი (გრძელი) 1 ცალი), ნებადართული საქმიანობების ნუსხით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების მიზნით (იხ.დანართი N1).
პირობა

1. იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის პირველ სართულზე მდებარე 311.24 
კვ.მ.  (274.17კვ.მ.  - N111;  14.58 კვ.მ. - N111ა;  22.49 კვ.მ. - N114.)  ფართი მოძრავ ქონებასთან ერთად ნებადართული საქმიანობების ნუსხით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების მიზნით (იხ.დანართი N1). საათობრივად.

2. ორშაბათს - 17.30-19:30 საათებში;

ოთხშაბათს - 17.30-19.30 საათებში;

პარასკევს- 17.30-19.30  საათებში.

3. საწყისი ფასი შეადგენს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით  საიჯარო ქირას.

4. ფართი იჯარით გაიცემა 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

5. საიჯარო ქირაში  შედის კომუნალური გადასახადები (ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირით (გათბობის) სარგებლობის გადასახადი).

6. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

7. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების წესები. მოიჯარე ასევე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის წარმართვას;

8.მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

9. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

10.თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

11.ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების  ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

12.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა;

13.საჭიროების შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია გასაიჯარებელ ფართში საკუთარი სახსრებით ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები.

მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და ნებადართული საქმიანობების ნუსხა.


;