|
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N191 საჯარო სკოლის 101,46 კვ.მ ფართის იჯარით გაცემა სასკოლო კვების ბლოკის (ბუფეტი) ფუნქციონირების მიზნით
განაცხადის #:32922CJY104719825 აუქციონის #: 32922 ლოტის #: 1047198 დაწყება/დასრულება: 16/01/2025 17:00 - 23/01/2025 11:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1150GEL
მიმდინარე ფასი :
7350.0000 GEL
საწყისი ფასი: 7300 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის N191 საჯარო სკოლა მისამართი: გლდანი-ნაძალადევი / გლდანი მე-5 მ/რ ტელეფონი: 971-2688840 |
თვისებები
|
სართული | 1 | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | გათბობა | - | კვადრატულობა(მ²) | 101.46 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | აივანი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | დავით ჯაბიძის ქ N30 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ძველი გარემონტებული | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2 წელი | ტელეფონის ნომერი | 577386462 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | .დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ტელ: 577386462 |
მოკლე აღწერილობა | გასაიჯარებელი ქონება მდებარეობს სკოლის ძირითადი შენობის პირველ სართულზე |
პირობა | 1. 101.46 კვ.მ ფართი იჯარით გაიცემა ინვენტარის გარეშე. კერძოდ: 1.1. სასკოლო კვების ბლოკი; 2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთი წლის საიჯარო გადასახადს; 3. ფართი იჯარით გაიცემა ორი წლის ვადით; 4. საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადის (ელექტროენერგიისა და წყლის) გადასახადი; 5.მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, დამოუკიდებლად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები (განმხოლოებულია ელექტროენერგიისა და წყლის მრიცხველი) და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას; 6. მოიჯარე ვალდებულია თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით და უზრუნველყოს ბუფეტის ფუნქციონირება ყველა სასწავლო დღეს; 7. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 8. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები; 9. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას; 10. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე; 11.საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები (მოიჯარე). 12. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს; 13. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 14. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონშიმონაწილეობისწესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. 15. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“ - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად. 16. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2017 წლის 05 მაისის N410 ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციები სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ. 17.აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ განმკარგველ ორგანიზაცია. მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 მაისის N410 ბრძანება. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |