|
კატეგორია:
სასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში, „დასტაგირი“ მდებარე 5106 კვ.მ; 4503 კვ.მ; 4125 კვ.მ და 3351 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები
განაცხადის #:00001BV125 აუქციონის #: 00001 ლოტის #: 1 საქმის ნომერი: 2025011380496 დაწყება/დასრულება: 16/01/2025 10:00 - 14/02/2025 17:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 12900GEL
მიმდინარე ფასი :
42800 GEL
საწყისი ფასი: 42800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა. ტელეფონი: 995-1420 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვაზისუბანი, "დასტაგირი" | საქმის ნომერი | 2025011380496 | ბრძანების ნომერი | 1/1-105 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | გურჯაანი | საკადასტრო კოდი | 51.05.51.002; 51.05.51.005; 51.05.51.004; 51.05.51.010 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 30 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 45 | ტელეფონის ნომერი | 1420 | ქონების ტიპი | უძრავი ქონება |
აღწერილობა
|
აღწერილობა | 51.05.51.002 51.05.51.005 51.05.51.004 51.05.51.010 შენიშვნა:1. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთები მდებარეობს მდინარე ალაზნის მიმდებარედ. მყიდველმა უნდა დაიცვას „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N440 და N445 დადგენილებით დამტკიცებული ”წყალდაცვითი ზოლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წყალდაცვითი ზოლის გავრცელების პირობები, დადგენილი აკრძალვები და სპეციალური მოთხოვნები (იხ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის 25.11.2024 წლის N90-90243303 წერილი). 2. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებზე (ს.კ. 51.05.51.005; 51.05.51.004; 51.05.51.010) ფიქსირდება სარგებლობა, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ყურადღება! 1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით; 2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ნაღდი ანგარიშსწორებით სს ,,ლიბერთი ბანკში”, უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით, ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. 3. 30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები. მკაცრად რეკომენდირებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში. 4. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი. 5. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 6. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420 7. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით. 8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. |
მოკლე აღწერილობა | 5106 კვ.მ; 4503 კვ.მ; 4125 კვ.მ და 3351 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები ყურადღება! საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს: უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი); იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება. |
პირობა | საპრივატიზებო თანხის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. აუქციონში გამარჯვებული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში სსიპ - სახელმწიფო ქონებს ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, იურიდიული პირის წესდება და სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, შესაბამისი რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი ფასიანი ქაღალდების რეესტრიდან), რომლითაც უნდა დგინდებოდეს დომინანტი პარტნიორ(ებ)ი, ხოლო თუკი აუქციონში გამარჯვებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორ(ებ)ი არის/არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი - ინფორმაცია/დოკუმენტაცია ყოველი შემდეგი პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ის შესახებ. ამასთან, აუქციონის შედეგები ძალას კარგავს და აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება წარმოდგენილი საბანკო გარანტია/ბე აუქციონში გამარჯვებულის მიერ დადგენილ ვადაში აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისას ან/და თუკი აუქციონში გამარჯვებული პირი არ შეიძლება წარმოადგენდეს აუქციონის ფორმით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |