ამობეჭდვის თარიღი: 21.01.2025 05:35:53
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 1566.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ არსებული 554.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:6BV125
აუქციონის #: 6
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2025011580506
დაწყება/დასრულება: 17/01/2025 15:00 - 31/01/2025 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 102000GEL
მიმდინარე ფასი : 340000 GEL
საწყისი ფასი: 340000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 2000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ადიგენის მუნიციპალიტეტი, დაბა აბასთუმანი, რუსთაველის ქუჩა და ადიგენის მუნიციპალიტეტი, დაბა აბასთუმანი, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარედქვეყანასაქართველო
ქალაქიადიგენისაქმის ნომერი2025011580506
ბრძანების ნომერი1/1-129საკადასტრო კოდი61.11.21.858; 61.11.21.364
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი30საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

61.11.21.858

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKjWQ1kHnbvA]WPP8ZBAHpWDOvVGa93R]kpRWpRdHLpM

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFGFRBc6fvBhZ]l9a8IaLf]YXpEcnZdFvqpGVY4GfRTpl

61.11.21.364

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFOFGV70uuV0tDvTe2ZjwIGHhcWUQldM3tZRTj1nh[fzy

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFC2X5FAIny7gvC4oK0ZUbZjqj6WTbYtUdg7BYsK7]M27

    

შენიშვნა:

1. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი N61.11.21.858) 374.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

2. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი N61.11.21.364) 42.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

3. საპრივატიზებო ობიექტზე (საკადასტრო კოდი N61.11.21.858) გადის სს ენერგო - პრო ჯორჯიას საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობები (ელექტროგადამცემი ხაზები ს.კ.62.00.326 და ს.კ.62.00.128), მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით.

4. საპრივატიზებო ობიექტები მდებარეობს მდინარის  სიახლოვეს, შესაბამისად, მყიდველის  მიერ გასათვალისწინებელია  ”წყლის შესახებ” საქართველოს კანონი  და ”წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და აკრძალვები.

5. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N61.11.21.858) ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ფიზიკური დაცვის არეალში, ხოლო საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N61.11.21.364)  ვიზუალური დაცვის არეალში. შესაბამისად მათზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

6. საპრივატიზებო ობიექტები მდებარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია) -ბაღდათი - აბასთუმანი - ბენარას საავტომობილო გზის კმ93-ის მიმდებარედ, შესაბამისად საქართველოს კანონის ,,საავტომობილო გზების შესახებ“ 22-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება.

7. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთები მდებარეობს აბასთუმნის მინერალური (თერმული) წყლის საბადოს სანიტარიული დაცვის მეორე (შეზღუდული რეჟიმი) ზონაში, რომლის ფარგლებში, დაშვებული და აკრძალული საქმიანობების შესახებ ჩამონათვალი განსაზღვრულია „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 მარტის № 161 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლით.

8. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ზონირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წერილში, დანართში N2.

9. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N61.11.21.858) გადის შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობები (მილსადენი ს.კ.61.00.258 და მილსადენი ს.კ. 61.00.262). შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წერილი იხილეთ დანართში N3.

10. საპრივატიზებო ობიექტს (საკადასტრო კოდი N61.11.21.364)  იყენებს პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

ყურადღება!

1.     აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;

2.     ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,,ლიბერთი ბანკში”, უნაღდო ანგარიშსწორებით,  ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით, ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

3.     30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები. მკაცრად რეკომენდირებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში.

4.     მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,იუსტიციის სახლის”  ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს (ფილიალს) აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.

5.     გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"- (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

6.     დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 1420.

7.     აუქციონის გამოცხადების შესახებსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსშესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

8.     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"- (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

მოკლე აღწერილობა1566.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 554.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
პირობა 
;