ამობეჭდვის თარიღი: 21.01.2025 02:28:20
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N221 საჯარო სკოლის 339.8 კვ.მ ფართი
განაცხადის #:146326VRY104784325
აუქციონის #: 146326
ლოტის #: 1047843
დაწყება/დასრულება: 17/01/2025 16:00 - 22/01/2025 16:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1000GEL
მიმდინარე ფასი : 8450.0000 GEL
საწყისი ფასი: 8425 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 25 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ თბილისის N221 საჯარო სკოლა
მისამართი: ვაკე-საბურთალო / აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. (ნაკვეთი 14/541 და ნაკვეთი 14/517)
ტელეფონი: 971-
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)339.80
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაახალი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, (ნაკვეთი 14/541 და ნაკვეთი 14/517)შენობის პროექტიარასტანდარტული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი
ტელეფონის ნომერი577 445 605
;
აღწერილობა
აღწერილობასაკონტაქტო ინფორმაცია: 577 445 605
მოკლე აღწერილობა

339.80 კვ.მ. ფართი, ინვენტართან ერთად იჯარით გაიცემა დანართი N1-ით განსაზღვრული ნებადართული საქმიანობების განხორციელების მიზნით.

პირობა

1. სკოლის E ბლოკის პირველ სართულზე არსებულის 339.8 კვ.მ. ფართი, ინვენტართან ერთად იჯარით გაიცემა დანართი N1-ით განსაზღვრული ნებადართული საქმიანობების განხორციელების მიზნით.

2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის 1 წლის საიჯარო გადასახადს;

3. ფართი იჯარით გაიცემა 1 წლის ვადით, კვირაში 9 საათით (სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს 17,00 საათიდან 20,00 საათამდე);

4. საიჯარო ქირაში შედის კომუნალური გადასახადის (ელექტროენერგიის, წყლის და გაზის) გადასახადი;

5. მოიჯარე ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას;

6. მოიჯარე ვალდებულია ფართით ყოველ ჯერზე სარგებლობის შემდგომ უზრუნველყოს მისი დასუფთავება.

7. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

8. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან  და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

9. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

10. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

11. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონშიმონაწილეობისწესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

12.  ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

13. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ  “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება, ინვენტარის ჩამონათვალი (დანართი 2) და ნებადართული საქმიანობების ნუსხა.

;