ამობეჭდვის თარიღი: 22.01.2025 12:10:23
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის #119 საჯარო სკოლა
განაცხადის #:63690GQZ104814825
აუქციონის #: 63690
ლოტის #: 1048148
დაწყება/დასრულება: 21/01/2025 18:00 - 27/01/2025 18:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1050GEL
მიმდინარე ფასი : 4200 GEL
საწყისი ფასი: 4200 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #119 საჯარო სკოლა
მისამართი: გლდანი-ნაძალადევი / ლიბანის შესახვევი შესახ.N12
ტელეფონი: 971-2627061
თვისებები
გათბობა+აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)98.08
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ლიბანის შესახვევი #20შენობის პროექტიარასტანდარტული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა2
ტელეფონის ნომერი593160550Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებულიქვეყანასაქართველო
;
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციისათვის დუკავშირდით, სსიპ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორს ქეთევან ტოგონიძეს 

 ტელ.: 593 160550

მოკლე აღწერილობაიჯარით გაიცემ სსიპ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის 98,08 კვ.მ ფართი სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით
პირობა

1. იჯარით გაიცემა 98.08 კვ.მ. ფართი სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირების მიზნით; ინვენტართან ერთად (მაგიდა - 5 ცალი; სკამი - 10 ცალი)   ფართი იჯარით გაიცემა 2 (ორი) წლის ვადით.

2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს 1 (ერთი) წლის საიჯარო გადასახადს;

3.საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადები (წყალი, გაზი და ელექტრო ენერგია ), მოიჯარე ვალდებულია განმხოლოებული მრიცხველების საშუალებით გადაიხადოს კომუნალური გადასახადები;(საჭიროებს განმხოლოებას)

4. მოიჯარე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას და ინვენტარს, დაიცვას ჰიგიენური, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ნორმები და მისმა საქმიანობამ არ

უნდა შეაფერხოს სასწავლო პროცესი;

5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

6. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული

სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწ  ორებისას;

7. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები;

8. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა

არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად

ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

9. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი

უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის

ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების

ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

10. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში

მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი

მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ

შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.            

11. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.  

12. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“ - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად;

13.  მოიჯარე ვალდებული დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება N410 ,,სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე'';

14. მიმაგრებულ ფაილებში  იხილეთ  “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონულია უქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება N410 ,,სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე'';

15. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე;

16. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები (მოიჯარე).

;