|
![]() |
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის შენობაში არსებული ფართი კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით
განაცხადის #:43419DQX104930025 აუქციონის #: 43419 ლოტის #: 1049300 დაწყება/დასრულება: 24/01/2025 17:26 - 31/01/2025 13:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 3 ბიჯი საგარანტიო თანხა: 4000GEL
დასრულების დრო: 31.01.2025 13:00:00
გაყიდვის ფასი : 16060.0000 GEL
საწყისი ფასი: 16000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა მისამართი: ქ. თბილისის სამგორის რაიონში / თრიალეთის 7 ტელეფონი: 995-577717102 |
თვისებები
|
სართული | 1 | TV | - | ცხელი წყალი | - | გათბობა | + | სველი წერტილები | 1 | წყალი და კანალიზაცია | + | ტელეფონი | - | ინტერნეტი | + | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | აივანი | - | ლოჯი | - | კვადრატულობა(მ²) | 74.38 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | - | ოთახების რაოდენობა | 2 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | თრიალეთის ქ.N7 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ძველი გარემონტებული | სათავსო | - | ამონაწერი საჯარო რეესტრიდან | 01.19.20.027.007 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2 წელი | ტელეფონის ნომერი | 577717102 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
მოკლე აღწერილობა | სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტი) ფუნქციონირების მიზნით, იჯარით (ორი წლის ვადით) გასცემს პირველ სართულზე მდებარე 74.38 კვ.მ (65.43 კვ. მ. + 8.95 კვ.მ.) ფართს. |
პირობა | 1. სსიპ ქალაქ თბილისის N 117 საჯარო სკოლა სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტი) ფუნქციონირების მიზნით, იჯარით (ორი წლის ვადით) გასცემს პირველ სართულზე მდებარე 74.38 კვ.მ (65.43 კვ. მ. + 8.95 კვ.მ.) ფართს ინვენტარის გარეშე. 2. საწყისი ფასი ჯამურად შეადგენს ფართის იჯარის ფორმით სარგებლობის ორი წლის საიჯარო გადასახადს. 3. ფართი იჯარით გაიცემა 2 (ორი) წლის ვადით; 4. საიჯარო ქირაში შედის გათბობა. საიჯარო ქირაში არ შედის - ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი. ელექტროენერგიისა და წყლის კომუნალური გადასახადის გადახდა მოხდება დამოუკიდებელი განმხოლოებული მრიცხველის ჩვენების საფუძველზე (რომლის მონტაჟს განახორციელებს მოიჯარე); 5. მოიჯარე ვალდებულია თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი სხვა შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით; (მაგიდები, სკამები, ღუმელი, და ა.შ....) 6. მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ფართი მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურულად, შესრულდეს კოსმეტიკური რემონტი. (შეღებოს იატაკი ან/და დააგოს ლინონიუმი, მოაწესრიგოს ელექტრო ქსელი, შეღებოს ინტერიერი ან/და განახორციელოს ისეთი სარემონტო სამუშაოები, რომელიც საჭიროა კვების ობიექტის (ბუფეტის) მოქმედ სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და კვების ობიექტის ნორმალური ფუნციონირებისათვის). აღნიშნული სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეში. 7. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და კომუნალური გადასახადები. 8. დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. მოიჯარეს მიერ ფართით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას. 9. მოიჯარეს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორებისას. 10. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს მოიჯარე. 11. რეკომენდებულია სკოლის კვების ობიექტს უზრუნველყოფილი ჰქონდეს პოს ტერმინალით ანგარიშსწორება. 12. მოიჯარე ვალდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს დოკუმენტაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შესაბამისი მომსახურების რეგისტრაციის შესახებ და რეგისტრირებული საქმიანობის გარდა სხვა ტიპის მომსახურება არ განახორციელოს. (აღნიშნული განსაკუთრებით ეხება - საკვების დამზადებას შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე). რეგისტრირებული ეკონომიკური საქმიანობის ცვლილების სურვილის შემთხვევაში მოიჯარე ვალდებული იქნება აღნიშნული შეათანხმოს მეიჯარესთან და არ დაიწყოს სხვა საქმიანობა მეიჯარის წერილობითი თანხმობის გარეშე. 13. შენიშვნა: აუქციონის სავალდებულო პირობას წარმოადგენს მოიჯარის გამოცდილება. კერძოდ, სავალდებულოა მოიჯარეს ჰქონდეს 7 წლიანი გამოცდილება სასკოლო კვების ობიექტის ფუნქციონირების მიმართულებით. აღნიშნულის დასადასტურებლად გამარჯვებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს იჯარის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი აქტები ან/და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სადაც ფიქსირდება იჯარის ხელშეკრულების ქონა სასკოლო კვების ობიექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია არ გააფორმოს ხელშეკრულება აუქციონში გამარჯვებულ პირთან. 14. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები. 15. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს: ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში. ბ) თუ ეს გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 16. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 17. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზურუნველყოს აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს. 18. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე - უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს ფართით დროებით სარგებლობა. 19. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. 20. მოიჯარე ვალდებული იქნება სკოლაში საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს სააგენტოს მოწვევა ინსპექტირების განსახორციელებლად და იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ გაიცა მითითებები, სააგენტოს ინსპექტირების აქტით განსაზღვრულ ვადებში შეასრულოს მითითებები.
21. მიმაგრებულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: - “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება. -.მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები(გაიდლაინი) "ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში”. -. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 24 ნოემბრის N5230001601881 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის დადგენილი მოთხოვნები.“ - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. - დადგენილება №173 2010 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ. - დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 თებერვლის №01-40/ო ბრძანებით ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში’’.
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |