ამობეჭდვის თარიღი: 12.03.2025 14:54:07
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, №49ა-ს მიმდებარედ არსებული 22.00 კვ.მ; 5.00 კვ.მ; 8.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N49-ში მდებარე 121.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, №49ა-ში მდებარე 9134.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილი და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:33BV125
აუქციონის #: 33
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2025012980567
დაწყება/დასრულება: 30/01/2025 16:00 - 13/02/2025 17:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3577318.8GEL
დასრულების დრო: 13.02.2025 17:00:00
გაყიდვის ფასი : 3005000.0000 GEL
საწყისი ფასი: 3000000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, №49ა-ს მიმდებარედ, ქალაქი თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, №49ა და ქალაქი თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, №49ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისისაქმის ნომერი2025012980567
ბრძანების ნომერი1/1-415საკადასტრო კოდი01.14.07.008.190; 01.14.07.008.191; 01.14.07.008.192; 01.14.07.008.177; 01.14.07.008.014
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი410საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა425
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

     01.14.07.008.190

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFO[t0jtZZt2qsVutOJv1l]qARkI[IGu2]ADR2aZ35w]h

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAR9sLeKLxOhqFbP4ACecvvj6laypt[0kTr6uiU4XI5g

01.14.07.008.191

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJX[cHUxDzNfKc4BG2ykCpT5RkiyOW5m41IFIL8OMgS3

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKHLvFDL7yYSEe6Qz1rnEosfOmFqaO00NV]Ld3XcSWTV

01.14.07.008.192

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFBGHAY7H2daElR5CUFHGmTsZruFFaqtkLirjp7PI1QOQ

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFEjJg8l0AImv]3fqbnZkdTPDOoPJ8yLDqmzVw1eHkPmO

01.14.07.008.177

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFDKiEdPjneKnK0mhoa9sRkCM5ASw32UefVwDYgNSnihu

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFLakLKeBM0qwUu[cQqa3cVbi[PLig0xzXSMugUhhbOer

01.14.07.008.014

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFO9C4r45R10TYHH[WynWtm[qHVWtxdix9ON1ARMgtrin

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJcwS]ITUEY5TCqYNQIknVL1ApgatcuPSCpTnPH01lJE

შენიშვნა:

1. უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების „ვ“ პუნქტში მითითებულ N1-2-6-ში - 6.3 ნიშნულზე არსებული 32.40კვ.მ. (ავტოფარეხი) და 165.67 კვ.მ. ფართები (ავტოფარეხები), მიმდინარე პერიოდისათვის შეესაბამება შენობა-ნაგებობა N02/3-ს. შესაბამისად, „ვ“ პუნქტით გათვალისწინებული გასაფორმებელი უსასყიდლო სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს შენობა N02/3-ში -6.30 ნიშნულზე არსებულ 32.40 კვ.მ. (ავტოფარეხი) და 165.67 კვ.მ. ფართებზე (ავტოფარეხები).
  
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღები 3 577 318.8 ლარის ბე-ს სახით წარმოდგენის შემთხვევაში, 3 000 000 ლარი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ჩაითვლება საპრივატიზებო თანხის გადახდის ანგარიშში.

3. ფუნქციური ზონირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.tas.ge.

4. საპრივატიზებო ობიექტის (ს.კ.N01.14.07.008.014) ნაწილით სარგებლობენ პირები (მათ შორის საცხოვრებელი მიზნებისთვის) მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

5. საპრივატიზებო ობიექტის (ს.კ. N01.14.07.008.014) ნაწილი, კერძოდ, N01/4 შენობა-ნაგებობაში IV სართულზე არსებული 18.57 კვ.მ. შიდა ფართი იჯარის უფლებით 01.10.2026 წლამდე გადაცემული აქვს შპს სელფი მობაილს“ (ს/ნ 204450584).

6. საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე (ს.კ. N01.14.07.008.014) განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-2-6-ში - 6.3 ნიშნულზე 32.40კვ.მ. (ავტოფარეხი) და 165.67 კვ.მ. ფართებზე (ავტოფარეხები) სააგენტოსა და ა(ა)ი.პ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 204892152) შორის 08.02.2017 წელს, 10 (ათი) წლის ვადით გაფორმებულია უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება.

7. N01.14.07.008.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას კვეთს: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (ს.ნ. 203826002) საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა (მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელი, ს.კ. N01.01.834); შპს „მაგთიკომის“ (ს.ნ. 204876606) საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა (საკომუნიკაციო ქსელი, ს.კ. N01.02.267); სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზი (6-10 კვ., ს/კ 01.04.736) და სს „სილქნეტის“ (ს.ნ. 204566978) საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობები (სატელეფონო ხაზი, ს.კ. N01.02.047; ს.კ. N01.00.388).

8. საპრივატიზებო უძრავ ობიექტებს კვეთს სს „თელასის“ (ს.ნ. 202052580) საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზები (ს.კ. N01.01.723; ს.კ. N01.04.446; ს.კ. N01.02.960; ს.კ. N01.03.667; ს.კ. N01.02.946; ს.კ. N01.03.665).

9. N01.14.07.008.177 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას კვეთს სს სილქნეტის (ს/ნ 204566978) საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობები (სატელეფონო ხაზი, ს.კ. N01.02.047; ს.კ. N01.00.388).

10. N01.14.07.008.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული მოძრავი ქონება (მათ შორის N04/1 შენობა-ნაგებობაში განთავსებული ელ. ტრანსფორმატორი) არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს.

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;

2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:

ა) ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”

ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით

გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით

3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.

4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420

6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში
მოკლე აღწერილობა22.00 კვ.მ; 5.00 კვ.მ; 8.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, 121.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 9134.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილი და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი
პირობაქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში;
   
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს  სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს  მიერ დანართი N1-ით გათვალისწინებული, მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებიდან 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, N01.14.07.008.190; N01.14.07.008.191; N01.14.07.008.192; N01.14.07.008.177 და  №01.14.07.008.014 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ამავე ქონებაზე ან მის ნაწილზე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების (რაც შესაძლოა, მათ შორის, მოიცავდეს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს) განხორციელებას) მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 60 (სამოცი) თვის განმავლობაში ან „კ“ პუნქტის შესაბამისად, დანართი №1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე, ამავე უძრავი ქონებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა;

დ) „კ“ პუნქტის შესაბამისად, დანართი №1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლების შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) თვიანი  ვადის ამოწურვამდე, „ი“ პუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურით სააგენტოს უსასყიდლო სარგებლობის უზრუნველყოფა;

ე) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დანართი №1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე ვადით, N01.14.07.008.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა N01/4-ში -3 ნიშნულზე არსებულ 528,67 კვ.მ. შიდა ფართზე ა(ა)ი.პ მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის (ს.ნ. 205046458) სასყიდლიანი (ყოველთვიური ქირა 2589 ლარის ოდენობით) სარგებლობის უზრუნველყოფა;

ვ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ დანართი №1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე ვადით, N01.14.07.008.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა N1-2-6-ში - 6.3 ნიშნულზე 32.40კვ.მ. (ავტოფარეხი) და 165.67 კვ.მ. ფართებზე (ავტოფარეხები) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა(ა)ი.პ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 204892152) შორის 08.02.2017 წელს, 10 (ათი) წლის ვადით გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, ასევე, ამავე საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა N1-2-ის -6.3 ნიშნულზე ფაქტობრივად დაკავებულ 18.23 კვ.მ. შიდა ფართზე ა(ა)ი.პ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის (ს/ნ 204892152) უსასყიდლო სარგებლობის უზრუნველყოფა;

ზ)  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში, 60 672 (სამოცი ათას ექვსას სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიისთვის“ (ს/ნ: 405007200), შემდეგ ანგარიშზე GE72TB7905236080100001;

თ) 32 773 188 (ოცდათორმეტი მილიონ შვიდას სამოცდაცამეტი ათას ას ოთხმოცდარვა) ლარის ჩარიცხვა სახელმწიფოს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

თ.ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დანართი №1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებიდან  1 (ერთი) თვის ვადაში - 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარის ჩარიცხვა;

თ.ბ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დანართი №1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში - დამატებით 15 773 188 (თხუთმეტი მილიონ შვიდას სამოცდაცამეტი ათას ას ოთხმოცდარვა) ლარის ჩარიცხვა;

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დანართი N1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლების პირობები:

ი) უძრავი ქონების შემძენი უფლებამოსილია, „გ“ პუნქტში მითითებული სარგებლობის შეწყვეტის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  40 (ორმოცი) თვის ვადაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს შეთავაზება, დანართი №2-ით გათვალისწინებულ არეალში მდებარე, დანართი N3 და N4-ით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისი ინფრასტრუქტურით უსასყიდლოდ სარგებლობის თაობაზე;
  
კ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებულია, „ი“ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ამავე პუნქტით განსაზღვრული სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურით უსასყიდლო სარგებლობის შეთავაზებიდან 2 (ორი) თვის ვადაში, უზრუნველყოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში არსებული დანართი N1-ით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოთავისუფლება „დ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების  სანაცვლოდ.

მყიდველი  ვალდებულია:

ა) „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ.ა“ პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს არანაკლებ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა შეადგენს შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან არანაკლებ 64 (სამოცდაოთხი) თვეს, ხოლო, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დანართი №1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, „ბ“ და „თ“ პუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) შესრულების უზრუნველსაყოფად, უზრუნველყოს „ბ“ პუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის ახალი/შეცვლილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის ვადა ამავე პუნქტით დადგენილ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

ბ) საპრივატიზებო  თანხის  გადახდა უზრუნველყოს  შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე: ანგარიშის ნომერი -  GE50BG0000000655067100,  მიმღები ბანკის დასახელება:   სს  ,,საქართველოს ბანკი”,  მიმღები ბანკის  კოდი BAGAGE22
;