ამობეჭდვის თარიღი: 05.02.2025 16:49:33
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქ. გორში, მოსკოვის ქ. მიმდებარედ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 66.45.27.163
განაცხადის #:104446OYX105156425
აუქციონის #: 104446
ლოტის #: 1051564
დაწყება/დასრულება: 04/02/2025 17:00 - 19/02/2025 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 165000.00GEL
მიმდინარე ფასი : 550000 GEL
საწყისი ფასი: 550000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 55000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: გორის მუნიციპალიტეტი
მისამართი: გორი / გრ.ფერაძის #5
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. გორში, მოსკოვის ქ. მიმდებარედRs რუკის მხარდაჭერა-
წყალი და კანალიზაცია-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-გადახდის პერიოდი30
ტელეფონის ნომერი599851879ქვეყანასაქართველო
მიწის ფართობი(მ²)3864საკადასტრო კოდი66.45.27.163
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
პირობა

აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: მყიდველი ვალდებულია 2 წლის ვადაში მოახდინოს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. მყიდველი ვალდებულია მშენებლობისას მაქსიმალურად შეინარჩუნოს მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაძვის ხეები, ხოლო თითოეული ხის მოჭრის შემთხვევაში, დარგოს 10 ვერცხლისფერი ნაძვის ხე, მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, რომელსაც მოუვლის 2 წლის განმავლობაში. მიწის ნაკვეთზე ხაზობრივი ნაგებობის არსებობის შემთხვევაში, ობიექტის შემძენზე გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ხაზოვანი ნაგებობის დაცვის წესის შესახებ;

ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება  აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან  15  კალენდარული დღის ვადაში იხდის შეძენილი ქონების სრულ საპრივატიზებო საფასურს.

     თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

         ქონების პრივატიზება ხორციელდება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის,საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილების საფუძველზე.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე კაპანაძე 599851879

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;