ამობეჭდვის თარიღი: 06.02.2025 01:54:00
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლის პატარა ოთახის (15,87კვ.მ) გაიცემა ნებადართული საქმიანობის ნუსხით (იხ. დანართი N 1)გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით
განაცხადის #:29802BXT105222925
აუქციონის #: 29802
ლოტის #: 1052229
დაწყება/დასრულება: 05/02/2025 17:00 - 10/02/2025 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 185.00GEL
მიმდინარე ფასი : 1850.00 GEL
საწყისი ფასი: 1850.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. N38
ტელეფონი: 995-2571685
თვისებები
სართული4ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-კვადრატულობა(მ²)15.87
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)დავით ჯაბიძის ქუჩა N38შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელიტელეფონის ნომერი2571685
;
აღწერილობა
აღწერილობასსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო   სკოლის მიერ იჯარის ფორმით გაიცემა ძირითადი კორპუსის მე-4 სართულზე არსებული 15.87 კვ.მ. ფართი 1 (ერთი) წლის ვადით ნებადართული საქმიანობის ნუსხით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით (იხ. დანართი N 1) მოძრავი ქონებით (8 მერხი და სკამი, ერთი მასწავლებლის მაგიდა და სკამი, დაფა). დანართი N 1 იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
მოკლე აღწერილობადამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა - ტელ.: 2571685
პირობა

1. სსიპ ქალაქ თბილისის N 177 საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის მე-4 სართულზე 15,87 კვ.მ მქონე ფართი იჯარით გაიცემა  ნებადართული საქმიანობების ნუსხით (დანართი N1) გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად საათობრივად, მოიჯარეს იჯარით ფართის სარგებლობის უფლება მიეცემა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ კვირაში 12 საათით. ზემოაღნიშნული ფართი იჯარით გაიცემა მოძრავი ქონებით (8 მერხი და სკამი, ერთი მასწავლებლის მაგიდა და სკამი, დაფა).


2. საწყისი ფასი შეადგენს 1 (ერთი) წლის საიჯარო ქირას.

3. ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით.

4. საიჯარო ქირაში  შედის  შემდეგი კომუნალური გადასახადები: ელექტროენერგია, წყალი.

5. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

6. მოიჯარე ვალდებულია  დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების  წესები. მოიჯარე ასევე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის წარმართვას;

7. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას ახალი კორონა ვირუსის (covid-19) გავრცელებისპრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.

8.მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან  და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

9. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

10 .თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

11.ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

12.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

მიმაგრებულ  ფაილებში იხილეთ   “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

;