ამობეჭდვის თარიღი: 12.03.2025 15:13:22
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N192 საჯარო სკოლის ფართი 6.25
განაცხადის #:42247DNO105272525
აუქციონის #: 42247
ლოტის #: 1052725
დაწყება/დასრულება: 11/02/2025 11:40 - 17/02/2025 10:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 300GEL
დასრულების დრო: 17.02.2025 10:00:00
გაყიდვის ფასი : 2510.0000 GEL
საწყისი ფასი: 2500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის #192 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში / დ\დიღომის მკრ. მე-3 მ/რ
ტელეფონი: 995-0322535672
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)6.25
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება-
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)დიდი დიღომი მე-3 მიკრო რაიონი
შენობის პროექტიარასტანდარტულისათავსო-
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელიტელეფონის ნომერი577388098
;
აღწერილობა
აღწერილობა

სკოლის დირექტორი: ნინო მიდელაშვილი, ტელ: 577388098

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობა

იჯარით გაიცემა სსიპ ქალაქ თბილისის N192 საჯარო სკოლის მე-3 მკრ-ნში მდებარე შენობის პირველი სართულის დერეფნის ნაწილი 6.25 კ. ფართი.

პირობა

1. ფართი იჯარით გაიცემა საკანცელარიო ჯიხურის ფუნქციონირების მიზნით. მოიჯარემ თავად უნდა განათავსოს 6.25 კვ.მ ფართის ჯიხური დერეფნის სივრცეში.

2. საწყისი ფასი შეადგენს 1 (ერთი) წლის საიჯარო ქირას.

3. ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით.

4. საიჯარო ქირაში შედის კომუნალური გადასახადები.

5. მოიჯარეს ფართითს სარგებლობის უფლება აქვს დღიურად, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით.

6. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. მოიჯარეს მიერ ფართით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას.

7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებული იქნება მოიჯარესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.

8. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები.

9. მოიჯარეს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.

10. იჯარის ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს თუ ეს გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

11. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

12. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს.

13. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე - უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

14. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

მიმაგრებულ  ფაილებში იხილეთ   სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და ნებადართული საქმიანობების ნუსხა.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;