|
![]() |
კატეგორია:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:შპს "ჰაიტეკ"-ის მთლიანი აქტივები
განაცხადის #:159187YQU105419425 აუქციონის #: 159187 ლოტის #: 1054194 დაწყება/დასრულება: 12/02/2025 16:45 - 25/02/2025 17:50 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 500GEL
მიმდინარე ფასი :
0.00 GEL
საწყისი ფასი: 0.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: შპს ჰაიტეკ მისამართი: vazha-pshavela 5 block, building 4, flat 131 ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ვაჟაფშაველას გამზირის V კვარტალი, კორპუსი 4, ბინა 131 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 30 | ფასი ფასდაკლებამდე | 17374 | ტელეფონის ნომერი | 593529495 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | შპს "ჰაიტეკ"-ის (ID 405211417) სარეალიზაციო ქონებას წარმოადგენს: hrlab.ge-ს პროგრამული კოდი; ასევე, ვინაიდან მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, ზემოაღნიშნული ჩამონათვალის გარდა მყიდველს გადაეცემა გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია (მათ შორის აქტივის შექმნისას გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია) და იმ მომსახურებებზე უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული პლატფორმა (ჰოსტინგის მომსახურება და ა.შ.). www.hrlab.ge არის ვებ პლატფორმა, რომელზეც რეგისტრირდებიან დამსაქმებელი კომპანიები და სამსახურის მაძიებლები. პლატფორმა ამარტივებს ბაზარზე არსებული დასაქმების რთულ პროცესს, რის შედეგადაც სამსახურის მაძიებელს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად მრავალ დამსაქმებლამდე მიეწვდინოს ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ. ხოლო მეორეს მხრივ თავად დამსაქმებელს წვდომა აქვს ათასობით აპლიკანტთან და შესაძლებლობა აქვს საკუთარი შეხედულების მიხედვით, სხვადასხვა ფილტრების გამოყენებით შეარჩიოს შესაბამისი აპლიკანტი. პლატფორმის სამიზნე ჯგუფი დაყოფილია ორ ნაწილად სამსახურის მაძიებელი ფიზიკური პირები და დამსაქმებელი კომპანიები იურიდიული პირები. პლატფორმას გააჩნია ორი სარეგისტრაციო ფუნქციონალი, ერთი განკუთვნილია სამსახურის მაძიებლებისთვის ხოლო მეორე დამსაქმებელი ორგანიზაციებისთვის, აღნიშნულ ფუნქციონალებში მომხმარებლები ავსებენ შესაბამის ველებს და რეგისტრირდებიან, შედეგად მათ გამოუჩნდებათ წვდომა ბაზაში როგორც რეგისტრირებულ სამსახურის მაძიებლებთან, ასევე დამსაქმებლებთან. |
მოკლე აღწერილობა | აუქციონზე გამოტანილია შპს "ჰაიტეკ"-ის (ID 405211417) მთლიანი აქტივი. ქონება უფლებრივად უნაკლოა, ამასთან დატვირთულია გირავნობით, რომელიც შეწყდება აუქციონის პირობებით (იხ. პირობის მე-4 პუნქტი) გათვალისწინებულ შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირი - დავით ბასილაია ტელ: 593 529 495. |
პირობა | 1. გასაყიდ აქტივებთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის დასაზუტებლად საკონტაქტო პირი -დავით ბასილაია ტელ: 593 529 495, ან ელ-ფოსტაზე - info@startup.gov.ge. 2. აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს საგარანტიო თანხა (ბე) აქტივის საწყისი ღირებულების 5%-ის ოდენობით, ან ამავე თანხაზე უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის ვადა უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადას არანაკლებ 30 კალენდარული დღით. 3. აუქციონის საგანზე, აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს სამმხრივი ხელშეკრულება, მყიდველს, გამყიდველს და კრედიტორს შორის. 4. გამარჯვებული ვალდებულია სრულად გადაიხადოს ქონების ნასყიდობის თანხა სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, სამმხრივ ხელშეკრულებაში მითითებულ შპს "ჰაიტეკ"-ის კრედიტორის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. თანხის ჩარიცხვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამყიდველი უზრუნველყოფს საგანზე არსებული გირავნობის გაუქმებას. 5. პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, ავტომატურად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე). 6. გამყიდველი უფლებამოსილია დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აუქციონი. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |