ამობეჭდვის თარიღი: 20.04.2025 20:51:20
კატეგორია: დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის საჯარო სკოლა
განაცხადის #:414EW105511925
აუქციონის #: 414
ლოტის #: 1055119
დაწყება/დასრულება: 16/04/2025 10:00 - 28/04/2025 10:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 5000.00GEL
მიმდინარე ფასი : 19600.00 GEL
საწყისი ფასი: 19600.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 500.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სოფ. ვაყას სკოლა
მისამართი: საქართველო, ხაშური, ხაშურის რაიონი სოფელი ვაყა
ტელეფონი: 971-_________
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ვაყაქვეყანასაქართველო
ქალაქიხაშურისაკადასტრო კოდი69.02.55.019.055
Rs რუკის მხარდაჭერა+გადახდის პერიოდი5
შეფასების თანხა19600.00ზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
ტელეფონის ნომერი599377369
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობა

სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს, სკოლის სარგებლობაში არსებული ყველა შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: 69.02.55.019.055) დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

1. სსიპ სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის საჯარო სკოლა აცხადებს აუქციონს, სკოლის სარგებლობაში არსებული  ყველა შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: 69.02.55.019.055) სადემონტაჟო სამუშაოებზე, შენობა–ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ და დემონტაჟის შედეგად მიღებული გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს კალენდარული გეგმის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებიდან 4 (ოთხი) თვის ვადაში.

2.   გამარჯვებულმა    დემონტაჟი უნდა განახორციელოს  შპს "სტუგრუპის" მიერ შედგენილი სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის საჯარო სკოლის შენონა-ნაგებობის დემონტაჟის ორგანიზების პროექტის (მოპი) მოთხოვნათა დაცვით.

3.    დემონტაჟი აუცილებელია განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

4. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გამარჯვებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა სსიპ  - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დემონტაჟის შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალების (მარაგების) და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით.

5.    გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები: ა) ინფორმაცია მინიმუმ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ; ბ) საგადასახადო დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ცნობა, რომ არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში; დ) ერთი წლის განმავლობაში მინიმუმ 50 000 ლარიანი ბრუნვის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) თუ გამარჯვებული იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან.

6. გამარჯვებულს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სადემონტაჟო სამუშაოთა განსახორციელებელად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები, რასაც უნდა ადასტურებდეს შესაბამისი დოკუმენტებით.

7.  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საპრივატიზებო თანხა  სრულად დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხვის გზით  ან წარმოადგინოს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია, ასეთ შემთხვევაში,  საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული  უპირობო და გამოუხმობადი საბანკო   გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.

8. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებების დასადასტურებლად, გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ  ვადაში წარმოადგინოს სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რის შემდეგაც შესრულებული სამუშაოს მიხედვით ფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების მიღება ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს "მყიდველის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.

9. თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

10. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა გამარჯვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში არ წარმოადგინა აუქციონის მე-5 და მე-6 პირობით გათვალისწინებული დოკუმენტები და უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე.

11. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

12. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. მიმაგრებულ ფაილებში ასევე, იხილეთ ‘’სახელმწიფო ქონების განკარგვის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

;