ამობეჭდვის თარიღი: 23.02.2025 01:08:08
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქ.გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მეორე სართულზე არსებული 163,6 კვ.მ. ფართი იჯარით გაიცემა ნებადართული საქმიანობების ნუსხით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით (იხ. დანართი N1)
განაცხადის #:31027CDI105653925
აუქციონის #: 31027
ლოტის #: 1056539
დაწყება/დასრულება: 18/02/2025 16:50 - 24/02/2025 12:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 560GEL
მიმდინარე ფასი : 5600 GEL
საწყისი ფასი: 5600 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის #1 საჯარო სკოლა"
მისამართი: გარდაბნის რაიონში / აღმაშენებლის ქუჩა #24
ტელეფონი: 995-
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-კვადრატულობა(მ²)163.6
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა1ქვეყანასაქართველო
ქალაქიგარდაბანიქუჩა(დასახელება/ნომერი)დ. აღმაშენებლის #24
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა1 (ერთი) წლის ვადით
ტელეფონის ნომერი577286569
;
აღწერილობა
აღწერილობა


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 577 28 65 69

მოკლე აღწერილობასსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მეორე სართულზე განთავსებული  163.6 კვ.მ ფართი იჯარით გაიცემა ნებადართული საქმიანობების ნუსხით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით (იხ. დანართი N 1).

პირობა

1. სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მეორე სართულზე განთავსებული  163.6 კვ.მ ფართი იჯარით გაიცემა ნებადართული საქმიანობების ნუსხით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით (იხ. დანართი N 1).

2. საწყისი ფასი შეადგენს 1 (ერთი) წლის საიჯარო ქირას.
3. ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით. 

4. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2(ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

5. მოიჯარე ვალდებულია  დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა და გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების  წესები. მოიჯარე ასევე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის წარმართვას;

6.მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

7. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

8. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე;

 9.თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

10. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

11.სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

12. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე, თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

13. ფართის იჯარით გაცემა მოხდება დღიურად _ორშაბათი-18:30საათიდან-20:00საათამდე,სამშაბათი-18:30საათიდან-20:00საათამდე,ოთხშაბათი_18:30საათიდან-20:00საათამდე,ხუთშაბათი _18:30საათიდან-20:00საათამდე, პარასკევი_18:30საათიდან-20:00საათამდე და შაბათი 14:00 საათიდან-17:00 საათამდე.იჯარით გაცემული ფართი იქნება იზოლირებული და მოიჯარეს შეეძლება  მხოლოდ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით სარგებლობა, შეთანხმებულ დროსა და შეთანხმებულ ფართზე.

მიმაგრებულ  ფაილებში ასევე, იხილეთ   “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება.

;