|
![]() |
კატეგორია:
იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2886 კვ.მ; ს/კ N57.06.73.005.610
განაცხადის #:2FJX125 აუქციონის #: 2 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 19/02/2025 18:00 - 05/03/2025 15:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1246.75GEL
დასრულების დრო: 05.03.2025 15:00:00
გაყიდვის ფასი : 6545.4500 GEL
საწყისი ფასი: 6233.76 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 311.69 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“ მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ.N6 ტელეფონი: 971-0322753959 |
თვისებები
|
ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ყვარელი | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | კახეთის სატყეო სამსახურის ყვარელის სატყეო უბნის ყვარელის სატყეოს კვარტალი N86, ლიტერი N8 | ბრძანების ნომერი | 94/ს | მიწის ფართობი(მ²) | 2886 | საკადასტრო კოდი | 57.06.73.005.610 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 20 | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი | ტელეფონის ნომერი | 2753959 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2886 კვ.მ; ს/კ N57.06.73.005.610 |
მოკლე აღწერილობა | არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; 2886 კვ.მ. საკ. კოდი: N57.06.73.005.610 წლიური საწყისი ღირებულება - 6233,76 ლარი (დღგ-ს გარეშე). |
პირობა | 1. გამარჯვებულმა პირმა, სარგებლობისათვის გათვალისწინებული ტყის ფართობი გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით - 6 ცალი საცხოვრებელი კოტეჯების, ცენტრალური კანალიზაციის და გამწმენდი ნაგეგობის, შიდა სასიარულო ბილიკების,ორ ადგილიანი საქანელის, სასრიალოს, ბაღის დეკორატიული სანათის, შეზლონგის, ტერიტორიის შემოღობვის და შიდა კომუნიკაციების მოწყობა. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო თანხის (544 334,23 ლარი) შესაბამისი პროექტის გათვალისწინებით სამუშაოების შესრულება. ტყითმოსარგებლის მიერ უზრუნველყოფილი იქნას, ხელშეკრულების გაფრომებიდან პირველ წელს პროექტით დადგენილი 30% საინვესტიციო ვალდებულების შესრულება,მეორე წელს 30%, ხოლო მესამე წელს უზრუნველყოფილი იქნას პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 100%-ით შესრულება. ,ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას; გ) აუქციონში გამარჯვებული პირი არ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას. ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები 1. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ( სარგებლობის უფლების გადამცემი) ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს. ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 3. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე. 4. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს მოთხოვნები (ასევე, გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები). 5. ფართობით სარგებლობა უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ტყითსარგებლობისას სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ). 7. თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებას. 8. გადაცემული ქონება არ გამოიყენოს იმ მიზნებისათვის, რომელიც ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული. 10. მე-9 პუნქტის შესაბამისად ყოველ კონკრეტულ წელს ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, განსახორციელებელი წლიური საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას. 11. მე-9 პუნქტის შესაბამისად ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება დადასტურებულ უნდა იქნეს აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული(აუდიტური) ფირმის მიერ და რომელიც უნდა შეიცავდეს რწმუნებას შესაბამისი ვალდებულების შესრულების თაობაზე. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ტყითსარგებლობა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს, მის საფუძველზე მასთან გაფორმებული ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულების, ამ ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს საიჯარო ქირა, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი. ტყის მართვის ორგანო ტყითსარგებლობის შეწყვეტის ან მისი ვადის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია დაიტოვოს და საკუთარ ბალანსზე უსასყიდლოდ აიყვანოს ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის ფარგლებში აშენებული მუდმივი (კაპიტალური) შენობა-ნაგებობები თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ელექტრო და წყალგაყვანილობის ჩათვლით), მათი შემდგომი სარგებლობის/განკარგვის მიზნით. ან მოსთხოვოს ტყითმოსარგებლეს ტყითსარგებლობის შეწყვეტის, ან მისი ვადის გასვლის შემდგომ ტყითსარგებლობაში გადაცემული ტერიტორია საკუთარი ხარჯებით მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420; ან სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" საკონტაქტო ნომრებზე: 2 75 39 50;
|
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |