|
![]() |
კატეგორია:
სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია"
განაცხადის #:119789RQC106359025 აუქციონის #: 119789 ლოტის #: 1063590 დაწყება/დასრულება: 17/03/2025 13:00 - 21/03/2025 13:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 430GEL
დასრულების დრო: 21.03.2025 13:00:00
გაყიდვის ფასი : 435.0000 GEL
საწყისი ფასი: 430 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია" მისამართი: გორი / ცხინვალის გზატკეცილი 3 კმ. ტელეფონი: 995-599355254 |
თვისებები
|
ქალაქი | გორი | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 1 წელი | ტელეფონის ნომერი | 555230006, 599355254 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | 1. ფართი იჯარით გაიცემა მზა საკვები პროდუქტების მიწოდების პუნქტის განთავსების მიზნით, იჯარით გაცემის ვადა განისაზღვრება აუქციონის შემდგომი ხელშეკრულებით; 2. სარგებლობაში გადასაცემი ქონების იჯარის ყოველთვიური საწყისი საფასურია 430 ლარი (კომუნალური გადასახადის ჩათვლით); 3. მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე, მზა საკვები პროდუქტების მიწოდების მომსახურების პუნქტის (სასადილოს) განთავსების მიზნით, დროებით სარგებლობაში, იჯარით იღებს, მეიჯარის მფლობელობაში არსებულ ქ.გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ-ზე მდებარე სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობას- რეკრეაციული ზონის 40 კვ.მ.-ს (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №66.46.21.000.270 (შემდგომში „იჯარის საგანი“). იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. საიჯარო ქირა მოიცავს კომუნალურ გადასახადებს. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარის მიერ მოხდება ყოველთვიურად, ყოველი ახალი საანგარიშო თვის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. მეიჯარე ვალდებულია: აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმება აღნიშნულის შემაფერხებელი ობიექტური გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში; დაიცვას ხელშეკრულების პირობები. მეიჯარე უფლებამოსილია: ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; მოითხოვოს მოიჯარის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. მოიჯარე ვალდებულია: იჯარის საგანი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებით. მოუაროს მას და მკაცრად დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესები; ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს მეიჯარეს იჯარის საგანი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო ნორმალური ცვეთის და ამორტიზაციის გათვალისწინებით; მეიჯარის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა; დაიცვას ხელშეკრულების პირობები და მეიჯარეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების თაობაზე. მოიჯარე უფლებამოსილია: დაუბრკოლებლად ისარგებლოს იჯარის საგნით; იჯარის საგანი გამოიყენოს ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის. გამოიყენოს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები. 4. ბიჯის სიდიდე: 1 ლარი. 5. აუქციონში მონაწილე უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების შესრულება: 5.2. უზრუნველყოს სასადილოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეტანა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით მზა საკვების მიწოდება ; 5.3. კვების ობიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი, ახალი ცხელი/ცივი საკვებითა და ცხელი/გამაგრილებელი სასმელებით. 5.4. მზა საკვები პროდუქტების მენიუ დღის განმავლობაში უნდა იყოს მრავალფეროვანი და უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სახეობებს. 5.5. უზრუნველყოს ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 07 ივლისის N320 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვა; 5.6. უზრუნველყოს ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობების და წესების’’ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის N10 დადგენილებით დამტკიცებული მოთოვნების დაცვა; 5.7. მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია მოახდინოს ,,განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N303/ნ ბრძანების მოთხოვნების სრული დაცვით; 5.8. უზრუნველყოს კვების ობიექტების მომსახურე პერსონალი სპეციალური სამოსით; 5.9. აუქციონში მონაწილე სუბიექტს უნდა გააჩნდეს მსგავსი მომსახურების (კვების ობიექტით მომსახურების გაწევა) მიწოდების გამოცდილება. 5.10. განახორციელოს მომსახურების პუნქტში მზა კერძების შემოტანა და რეალიზება. მოიჯარე პასუხისმგებელია პროდუქციის ხარისხზე (პროდუქტებზე დაწესებული ცალკეული სტანდარტების სრულად დაკმაყოფილებაზე). 5.11. მზა საკვების მიწოდების მომსახურების პუნქტში შემოთავაზებულ კერძებზე და გამაგრილებელ სასმელებზე დაწესებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს ბაზარზე (მსგავს დაწესებულებებში) არსებულ საშუალო ფასებს. 5.12. პროდუქციის ფასი უნდა იყოს დაბალი, პროდუქციის ფასი განისაზღვრება აუქციონის შემდგომი ხელშეკრულებით. 5.13. დაიცვას ობიექტისა და მისი მომსახურე პერსონალის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. 5.14. ზედმიწევნით დაიცვას დაწესებულებაში დადგენილი წესები (უსაფრთხოება, სახანძრო, სამუშაო საათები ა.შ.). 5.15. პროდუქციის მოწოდება უზრუნველყოს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს დაწესებულებაში მიმდინარე სამუშაო პროცესს 6. სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონი: 555230006, 599355254 7. აუქციონში მონაწილე დაინტერესებული პირის მიერ გადასახდელი საგარანტიო თანხა (430 ლარი), აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ჩაითვლება ხელშეკრულებით გათვალისიწნებული ვადის ბოლო თვის იჯარის საფასურად. 8. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია წარადგინოს მზა საკვების სავარაუდო განფასება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გრამაჟი და ფასი. |
მოკლე აღწერილობა | მზა საკვები პროდუქტების მიწოდების მომსახურების პუნქტის განთავსების მიზნით იჯარით გაიცემა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა, რეკრეაციული ცენტრშ არსებული სივრცე - 40 კვ.მ. ფართი. შენიშვნა: სხვა პირობები დარეგულირდება აუქციონის დასრულების შემდგომ აუქციონის გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულებით. |
პირობა | მზა საკვები პროდუქტების მიწოდების მომსახურების პუნქტის განთავსების მიზნით იჯარით გაიცემა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა, რეკრეაციულ ცენტრში არსებული სივრცე - 40 კვ.მ. ფართი. აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება იმ შემთხვევაში თუ მის მიერ წარმოდგენილი იქნება საკვებ ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქტის განფასება იმგვარად, რომ ეს მისაღები იყოს აკადემიისთვის. აუქციონში მონაწილე დაინტერესებული პირის მიერ გადასახდელი საგარანტიო თანხა (430 ლარი), აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ჩაითვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო თვის იჯარის საფასურად. საგარანტიო თანხა უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე - 707957019 საგარანტიო თანხის მოქმედების პირობები და ვადები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებით განსაზღრვული წესის შესაბამისად. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |