ამობეჭდვის თარიღი: 15.03.2025 13:33:51
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ფართის იჯარით გაცემა სნექისა და ყავის აპარატის განთავსების მიზნით
განაცხადის #:118339RIM106416825
აუქციონის #: 118339
ლოტის #: 1064168
დაწყება/დასრულება: 13/03/2025 12:00 - 20/03/2025 12:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 150GEL
მიმდინარე ფასი : 1120 GEL
საწყისი ფასი: 1120 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: დიდუბე-ჩუღურეთი / აკ წერეთლის გამზ. N144
ტელეფონი: 995-574747455
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი-კვადრატულობა(მ²)8
წყალი და კანალიზაცია-ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი+ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება+
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)აკ.წერეთლის გამზ.N144შენობის პროექტიარასტანდარტული
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა12 თვე
ტელეფონის ნომერი591961408
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის (მის: აკ.წერეთლის გამზ.N144) 4 სხვადასხვა სართულზე სნექის და ყავის აპარატის განთავსებისთვის ფართის იჯარით გაცემის თაობაზე. ფართის მოცულობა ერთ სართულზე 2კვ.მ. ჯამში 4 სართულზე - 8კვ.მ. თითო სართულზე ერთი სნექის და ერთი ყავის აპარატი. ფართის იჯარით გაცემის ვადა: 12 თვე.
პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

-   ფართის (2 კვ.მ.) ერთი სართულის, საწყისი ყოველთვიური საიჯარო ქირა - 280.00 (ორასოთხმოცი) ლარი;

-   საგარანტიო თანხა - 150 ლარი;

აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების შესრულება:

1.      ყავის ჩამოსასხმელი აპარატი უნდა იღებდეს შემდეგი სახის მონეტებს: 5, 10, 20, 50 თეთრიანებს, 1, 2 ლარიანებს, ასევე 5,10 და 20 ლარიანებს  და უნდა ჰქონდეს ხურდის დაბრუნების ფუნქცია.

2.      ყავის ჩამოსასხმელი აპარატში უნდა იყოს მინიმუმ ყავა, ჩაი და ცხელი შოკოლადი.

3.      აკონტროლოს და დროულად უზრუნველყოს ყავის ჩამოსასხმელ აპარატში პროდუქციის შევსება და ვარგისიანობის  ვადების კონტროლი.

4.      უზრუნველყოს ყავის ჩამოსასხმელ აპარატში ჰიგიენის ნორმების დაცვა, კანონმდებლობის შესაბამისად.

5.      უზრუნველყოს ყავის ჩამოსასხმელი აპარატის გამართული მუშაობა.

6.      ყავის ჩამოსასხმელ აპარატს უნდა ჰქონდეს, შაქრის რეგულირების ფუნქცია.

7.      ყავის ჩამოსასხმელ  აპარატს, უნდა ჰქონდეს ჭიქის ავტომატური გაცემის სისტემა.

8.      ყავის ჩამოსასხმელ აპარატში, უნდა იყოს ჭიქების ჰიგიენა  დაცული.

9.      ყავის ჩამოსასხმელ აპარატში უნდა ხორციელდებოდეს, პროდუქციისათვის საჭირო ტემპერატურის,  რეგულირების კონტროლი

შენიშვნამოიჯარემ უნდა გაითვალისწინოს ის პრიორიტეტები რაც მას ენიჭება და  მომხმარებელს შესთავაზოს  დაბალი და ხელმისაწვდომი ფასებიფასები არ უნდა აღემატებოდეს საცალო ქსელში არსებულ ფასებს.

-  უზრუნველყოს ყავის ჩამოსასხმელ აპარატის  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით განახლება ;

-   აპარატი უზრუნველყოფილი უნდა იყოსახალი და ხარისხიანი პროდუქციით.

-.   უზრუნველყოს ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 07 ივლისის N320 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვა;

-   უზრუნველყოს ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობების და წესების’’ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის N10 დადგენილებით დამტკიცებული მოთოვნების დაცვა-   მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია მოახდინოს ,,განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N303/ ბრძანების მოთხოვნების სრული დაცვით;

- საიჯარო ხელშეკრულების აუცილებელი პირობაა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში გაუქმდეს იჯარის ხელშეკრულება.

;