|
![]() |
კატეგორია:
არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში მდებარე 91 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:82406KGV106423225 აუქციონის #: 82406 ლოტის #: 1064232 დაწყება/დასრულება: 13/03/2025 16:00 - 27/03/2025 12:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 1000.00GEL
მიმდინარე ფასი :
3640 GEL
საწყისი ფასი: 3640 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სიღნაღის მუნიციპალიტეტი მისამართი: სიღნაღის რაიონი / აღმაშენებლის მოედანი #2 ტელეფონი: 971-0355232311 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ს. ილიაწმინდა | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | სიღნაღი | მიწის ფართობი(მ²) | 91 | საკადასტრო კოდი | 56.12.42.677 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | წყალი და კანალიზაცია | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | გადახდის პერიოდი | 30 | ტელეფონის ნომერი | 599855613 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება მერიის ბიუჯეტში. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი) არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში –ხელშეკრულება).ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში –ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გააფორმებს ხელშეკრულებას, ან არ გადაიხდის ქონების სრულ საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება და შეტანილი ,,ბე“ არ დაუბრუნდება. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რისთვისაც მერიას უნდა მომართონ წერილობით და წარმოადგინონ საბანკო რეკვიზიტები. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. ქონების განმკარგველს უფლება აქვს აუქციონის გამოცხადების შემდეგ ნებისმიერ დროს შეცვალოს პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე. თუ აუქციონის გამოცხადების შემდეგ ქონების განმკარგველის მიერ მოხდა ცვლილებები და შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირებულ პირს აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა მას წერილობითი მიმართვისა და მასთან ერთად წარმოდგენილი საბანკო რეკვიზიტების საფუძველზე ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში. ტ. 599 855 613. ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
მოკლე აღწერილობა | ს. ილიაწმინდაში მდებარე 91 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 56.12.42.677 |
პირობა | აუქციონის პირობა-უპირობო. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |