ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად საბოლოო დაფიქსირებული თანხა წარმოადგენს ერთი წლის იჯარის თანხას. აუქციონში გამარჯვებულად ცხადდება პირი, რომელიც გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი ბე განისაზღვროს: 116 (ას თექვსმეტი) ლარის ოდენობით; ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას; გ) აუქციონში გამარჯვებული პირი არ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას. ტყის სპეციალურ სარგებლობაში გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულმა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე (მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიშის N740397019 მ/ბ სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდიTRESGE22) უნდა ჩარიცხოს ის ფულადი თანხა (ბე-ს გამოკლებით), რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ ფასს; აუქციონზე დასახელებული საბოლოო/შეთავაზებული ფასის (ბე-ს გამოკლებით), გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სააგენტოში წარდგენის შემდეგ 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულთან ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება; ტყის სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში; ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ანგარიშზე; ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები და პრინციპები, წინამდებარე წესით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების პრინციპები ასევე ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობის წესებსა და პრინციპებს; ტყით სპეციალური მოსარგებლე უფლებამოსილია, სარგებლობის უფლება გადასცეს სხვა პირს მთლიანად, მხოლოდ სარგებლობის იმავე პირობებით. ასეთ შემთხვევაში, ტყითსარგებლობის უფლების გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს ტყის მართვის ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ცვლილების ასახვას შესაბამის დოკუმენტაციაში. საჯარო რეესტრში ამ ცვლილების რეგისტრაციას (საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, შემდგომში,,ტყითმოსარგებლე“ ვალდებულია: ა) გამოიყენოს ქონება მხოლოდ სპეციალური მიზნით, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი (მცირე ზომის კვების ობიექტის, მაგიდების განთავსების, მოსასვენებელი სივრცის, ბილიკების მოწყობის, მცირე ზომის კოტეჯის, ფანჩატურის) დანიშნულებით ტყითსარგებლობისათვის. ბ) ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30(ოცდაათი კალენდარული) დღის ვადაში ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციასთან გააფორმოს მითითებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის მიღება ჩაბარების აქტი. გ) ტყითსარგებლობა განახორციელოს მხოლოდ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა და „ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №198 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით. ასევე, იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ-მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებასა და ეროზიულ მოვლენებს. დ) ხელშეკრულების ვადის დასრულებისთანავე აღნიშნული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს. ე) უზრუნველყოს ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, არ გადასცეს ქონება სხვა პირს ვ) დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო წესები, გამართულ მდგომარეობაში ქონდეს ხანძართან ბრძოლის პირველადი საშუალებები, ხოლო ხანძრის შემთხვევაში მიიღოს ყველა ზომა მის სალიკვიდაციოდ. ზ) თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებულ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს. თ) ქონება არ გამოიყენოს ისეთი მიზნებისათვის, რომელიც ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული. ი) სააგენტოს მოთხოვნის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების თაობაზე. კ) ტყითსარგებლობისას, სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ტერიტორიის ან ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის უკონტროლო და სააგენტოსთან შეუთანხმებელი, უნებართვო მოჭრა, საკუთარი ინიციატივით ახალი მისასვლელი გზების გაყვანა, არსებული საგზაო კომუნიკაციების თვითნებური აღდგენა და ა.შ). ლ) აანაზღაუროს თავისი არამართლზომიერი, ბრალეული ქმედებით ქონებაზე მიყენებული ზიანი. მ) სამუშაოების წარმოებისას, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია, იმოქმედოს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ნ) ტყით სპეციალური მოსარგებლე უფლებამოსილია, სარგებლობის უფლება გადასცეს სხვა პირს მთლიანად, მხოლოდ სარგებლობის იმავე პირობებით. ასეთ შემთხვევაში, ტყითსარგებლობის უფლების გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს ტყის მართვის ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ცვლილების ასახვას შესაბამის დოკუმენტაციაში. საჯარო რეესტრში ამ ცვლილების რეგისტრაციას (საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე. ო) საქმიანობა აწარმოოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის ტყითსარგებლობის წესის შესახებ N221 დადგენილების მოთხოვნების დაცვით. სააგენტოს უფლება-მოვალეობანი 1. სააგენტო უფლებამოსილია: ა) განახორციელოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, მათ შორის გადაცემული ქონების ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებაზე. კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის ანგარიშის სააგენტოში წარმოდგენით. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ერთმანეთს იმ პირობებისა თუ მოვლენების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხონ ან ეჭვქვეშ დააყენონ მათი ვალდებულების განხორციელება. ბ) აღკვეთოს ტყითმოსარგებლის ყველა არამართლზომიერი ან ამ ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო ქმედება; გ) მოსთხოვოს ტყითმოსარგებლეს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვა; დ) უპირობოდ შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს სატყეო ტერიტორიიდან ტყითმოსარგებლის კუთვნილი ქონების დემონტაჟი-გატანა, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ ტყითმოსარგებლე არაჯეროვნად ასრულებს მასზედ დაკისრებულ ვალდებულებებს ან/და უხეშად და ბრალეულად არღვევს ხელშეკრულების პირობებს ან/და განზრახ, დაუდევრობით ან გულგრილობით აზიანებს გადაცემულ ქონებას, ან ქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას, ასევე ბრალეულად არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ე) ტყის მართვის ორგანოს უფლება აქვს გააგრძელოს ტყით სპეციალური სარგებლობის ვადა, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების საერთო ვადის (არაუმეტეს 49 წლისა) ფარგლებში. 2. სააგენტო უფლებამოსილია, ცალმხრივად ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება, თუ ტყით მოსარგებლე: ა) დანიშნულებისამებრ არ იყენებს ქონებას ან/და არღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს; ბ) განზრახ, დაუდევრობით ან გულგრილობით აზიანებს გადაცემულ ქონებას, ან ქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას; გ) თუ გახდა გადახდისუუნარო, ან მის მიმართ დაიწყო გაკოტრების პროცედურების განხორციელება; დ) იმ შემთხვევაში, თუ ტყითმოსარგებლეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭრბებს ტყით სპეციალური ტყითსარგებლობისათვის ერთი წლის საფასურის 50%-ს. ე) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მიერ ან/და ტყის მართვის ორგანოს მიერ იგეგმება სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებები. ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 3. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს ეცნობება წერილობით ხელშეკრულების შეწყვეტამდე 5 (ხუთი) დღით ადრე მაინც, ამასთნ უნდა მიეთითოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი და მისი ამოქმედების თარიღი. 4. სააგენტოს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების შემთხვევაში, სააგენტო ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც ტყითმოსარგებლეს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა (არსებობის შემთხვევაში). 5. სააგენტო ტყითსარგებლობის შეწყვეტის ან მისი ვადის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია დაიტოვოს და საკუთარ ბალანსზე უსასყიდლოდ აიყვანოს ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის ფარგლებში აშენებული მუდმივი (კაპიტალური) შენობა-ნაგებობები თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ელექტრო და წყალგაყვანილობის ჩათვლით), მათი შემდგომი სარგებლობის/განკარგვის მიზნით. ან მოსთხოვოს ტყითმოსარგებლეს ტყითსარგებლობის შეწყვეტის, ან მისი ვადის გასვლის შემდგომ ტყითსარგებლობაში გადაცემული ტერიტორია საკუთარი ხარჯებით მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში 6. სააგენტო ვალდებულია: ა) ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ 30(ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში ხელი შეუწყოს ტყითმოსარგებლესა და ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციას შორის სახელმწიფო ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების შესაბამისი აქტების გაფორმებას. ბ) ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დაიცვას ხელშეკრულების პირობები. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |