ამობეჭდვის თარიღი: 29.03.2025 11:49:53
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში შოურუმის (საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯიხური) განსათავსებლად
განაცხადის #:39307DFH106638425
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 1066384
დაწყება/დასრულება: 18/03/2025 17:30 - 25/03/2025 12:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 11600GEL
მიმდინარე ფასი : 14500 GEL
საწყისი ფასი: 14500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 435 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ბულვარში პანორამულ ბორბალთან
ბრძანების ნომერი01-02/42მიწის ფართობი(მ²)20
Rs რუკის მხარდაჭერა-სარგებლობაში გადაცემის ვადა2026 წლის 01 იანვრამდე
ტელეფონის ნომერი0422 27 88 08
;
აღწერილობა
აღწერილობა
გამარჯვებულს უფლება ეძლევა განათავსოს შოურუმი  ბათუმის ბულვარში
მოკლე აღწერილობა

შენიშვნა: ქონება დაკავებულია მესამე პირის მიერ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

 0042 27 88 08

პირობა

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში;

2. საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად;

3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

4. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2026 წლის 01 იანვარმდე საფასურს;

5. ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე, განათავსოს შოურუმი (საინფორმაციო საჩვენებელი სივრცე);

7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;

8. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ადმინისტრაციაში შესათანხმებლად წარმოადგინოს განსათავსებელი ობიექტის ვიზუალური მხარე. (აღნიშნული ვიზუალიზაციის წარმოუდგენლობა ან/და ბულვარის მიერ მისი შეუთანხმებლობა გამოიწვევს აუქციონის შედეგების გაუქმებას);

9. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 7 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“;

10. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

11. თუ გამარჯვებული ვერ დააკმაყოფილებს აუქციონით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ და სრულად გადაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

12. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

13. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;

14. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლაპატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება;

15. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი, უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

16. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

17. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;

18. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;

19. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;

20. მოიჯარეს ეკრძალება იჯარით გაცემულ ქონებაზე, მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება;

21. მოიჯარეს ეკრძალება სარეალიზაციო კუთხის მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება;

;