ამობეჭდვის თარიღი: 29.03.2025 11:47:32
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ "ბათუმის ბულვარი"-ს სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული სუვენირების დახლის იჯარით სარგებლობაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონი
განაცხადის #:39307DFH106650325
აუქციონის #: 39307
ლოტის #: 1066503
დაწყება/დასრულება: 19/03/2025 17:30 - 26/03/2025 12:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1920.00GEL
დასრულების დრო: 26.03.2025 12:00:00
გაყიდვის ფასი : 2472.0000 GEL
საწყისი ფასი: 2400 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 72.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ "ბათუმის ბულვარი"
მისამართი: ბათუმი / კ. გამსახურდიას 2 6000
ტელეფონი: 995-422278808
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქალაქიბათუმი
კვადრატულობა(მ²)2წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბათუმის ბულვარში 26 მაისის ქუჩის გასწვრივ მარჯვენა მხარებრძანების ნომერი01-02/53
მიწის ფართობი(მ²)2.00Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა2026 წლის 01 იანვრამდეტელეფონის ნომერი0422 27 88 08
;
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

1. დავით გამრეკელაშვილი - 0422 27 88 08
მოკლე აღწერილობა
გამარჯვებულს უფლება ეძლევა  აწარმოოს კომერციული საქმიანობა 2კვ.მ ფართზე
პირობა

1. აუქციონში მონაწილეობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს ქონების საწყისი სარგებლობის საფასურის 80 %-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება ქონების საბოლოო სარგებლობის საფასურში;

2. საბოლოო სარგებლობის საფასურის გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად;

3. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია სარგებლობის საწყის საფასურზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური საფასურის შეთავაზება;

4. აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა შეადგენს სრული საიჯარო პერიოდის 2026 წლის 01 იანვარმდე საფასურს;

5. ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

6. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი;

7. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ „ბათუმის ბულვართან“;

8. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს თანხა არ უბრუნდება;

9. აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;

10. მოიჯარეს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე მიმდინარე სარემონტო სამუსაოები, მათ შორის სამღებრო სამუშაოები, სსიპ „ბათუმის ბულვართან“ შეთანხმებით;

11. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად;

12. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლაპატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება. დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს მისი აღდგენა, საკუთარი ხარჯებით;

13. მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემულ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

14. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში;

15. მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება (სუვენირების სარეალიზაციო დახლი) დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;

16. მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლებამოვალეობები გადასცეს მესამე პირს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს წინასწარი თანხმობის გარეშე;

17. მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, აღნიშნული უფლების მართვაზე უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სსიპ „ბათუმის ბულვარს“;

18. მოიჯარეს ეკრძალება სარეალიზაციო კუთხის მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტის განთავსება;

19. სარგებლობაში მიღებული ქონების ვიზუალური მხარის დამახინჯება, სუვენირების დახლისა და მის მიმდებარედ კონსტრუქციებისა და სხვა სახის ობიექტების განთავსება (მაგ: მოლბერტების, ბრენდირებული/სარეკლამო ქოლგების და ა.შ.)

შენიშვნა: სსიპ „ბათუმის ბულვარი“ უფლებას იტოვებს, აუცილებლოდაბინ გამომდინარე, მოახდინოს სუვენირების დახლის ადგილმონაცვლეობა, მოიჯარესთან შეთანხმების შემდგომ.

;