|
![]() |
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ქ.მესტიის მუზეუმის შენობაში განთავსებული კომერციული დანიშნულების ფართი-კაფე
განაცხადის #:65164GZL106659225 აუქციონის #: 65164 ლოტის #: 1066592 დაწყება/დასრულება: 20/03/2025 11:00 - 26/03/2025 16:30 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 200GEL
დასრულების დრო: 26.03.2025 16:30:00
გაყიდვის ფასი : 550.0000 GEL
საწყისი ფასი: 500 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი მისამართი: ძველი თბილისი / რუსთაველის გამზ. 3 ტელეფონი: 995-322982135 |
თვისებები
|
გათბობა | + | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | + | კვადრატულობა(მ²) | 30 | წყალი და კანალიზაცია | + | ტელეფონი | - | ინტერნეტი | + | პარკირება | - | ლიფტი | + | ბუხარი | - | საკადასტრო კოდი | 42.06.49.955 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | - | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | მესტია | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ა.იოსელიანის #7 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ახალი გარემონტებული | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 2 | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი | ტელეფონის ნომერი | 599921610 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარით, რომლის მოქმედების ვადა 10 (ათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის დასრულების ვადას. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის ნაწილად. |
მოკლე აღწერილობა | იჯარით გაიცემა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაში განთავსებული კომერციული დანიშნულების ფართი - ინვენტარით შემდგომში კვების ობიექტის - კაფეს მოწყობის მიზნით. საკადასტრო კოდი: 42.06.49.955 საწყისი ყოველთვიური საიჯარო ქირა - 500 ლარი, რომელიც მოიცავს კომუნალურ ხარჯებს და დღგ-ს. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია საიჯარო ფართის ადგილზე დათვალიერება. |
პირობა | აუქციონშიგამარჯვებულივალდებულიაშეასრულოსშემდეგიპირობები: მოიჯარემ საიჯარო ქონება გამოიყენოს კვების ობიექტის, კერძოდ - სამზარეულოსა და პროდუქციის სავაჭრო ობიექტის მოწყობის მიზნით. მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე მოიჯარეს არ აქვს უფლება საიჯარო ქონებაზე აწარმოოს სხვა საქმიანობა, აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დარღვევის აღმოფხვრა. ბ) მოიჯარემ საიჯარო ფართი აღჭურვოს ყველა საჭირო ინვენტარით. კვების ობიექტის შიდა მოწყობა, გაფორმება (მათ შორის მუსიკალური) და შემდგომში მასში დაგეგმილი ყველა ცვლილება უზრუნველყოს მეიჯარესთან წინასწარ, შეთანხმებული დიზაინის შესაბამისად. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია დაუყოვნებლივ აღმოფხვრას დარღვევა. გ) კაფეს ფუნქციონირების სამუშაო დღეები და საათები განისაზღვროს მუზეუმის საგამოფენო სივრცეების სამუშაო დღეებში და საათებში (სამშაბათიდან კვირის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩთ); მოიჯარემ კვების ობიექტის მომარაგება და ფუნქციონირება უზრუნველყოს სამუშაო საათებში, კვების ობიექტის შეთანხმებული დროისგან განსხვავებულ საათებში ფუნქციონირების საკითხი მოიჯარემ შეათანხმოს სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ასეთ შემთხვევაზე 100 ლარის ოდენობით; დ) მოიჯარემ გაითვალისწინოს მუზეუმის სპეციფიკა და კაფეს ფუნქციონირება უზრუნველყოს იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს მეიჯარის საქმიანობას. ე) საკვების მომზადებისა და რეალიზაციის ეტაპზე, კვების ობიექტის მუშაობის პერიოდში არ უნდა წარმოიქმნას მზა პროდუქციის მძაფრი და მკვეთრი სუნი. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ასეთ შემთხვევაზე 100 ლარის ოდენობით; ვ) მოიჯარემ საიჯარო ფართზე განთავსებულ კვების ობიექტზე საქმიანობა განახორციელოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად. კვების პროდუქტების მიწოდებისა და რეალიზაციის პროცესში დაცულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის №173 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტები − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ თაობაზე, ასევე, ამ სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო ნორმები და წესები; ზ) კვების ობიექტზე დასაქმებულთა მიერ დაცულ იქნეს ჰიგიენის ნორმები. მოიჯარემ უზრუნველყოს ისინი სუფთა დამცავი ტანსაცმლით, მათ შორის, თავსაბურავით, ასევე, ადგილზე პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებებით; თ) იჯარის მოქმედების ვადაში განახორციელოს საიჯარო ქონების მოვლა-პატრონობა, იქონიოს იგი სრულ წესრიგში და დაიცვას ტექნიკური ექსპლუატაციის, (მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო) წესები და ნორმები, აგრეთვე მოწყობილობების და ინვენტარის, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლუატაციის წესები; ი) მოიჯარე ვალდებულია, კვების ობიექტზე, ყოველდღიურ სარეალიზაციო მენიუში ქონდეს წარმოდგენილი: ცომეულის მინიმუმ 4 სახეობა, მათ შორის მინიმუმ 1 ხორცის შემადგენლობით, მინიმუმ 1 ვეგეტარიანული. მინიმუმ 4 სახეობის დესერტი; მინიმუმ 2 სახეობის სალათი (მათ შორის მინიმუმ 1 ხორცის შემცველობით, მინიმუმ 1 ვეგეტარიანული);. კვების ობიექტზე დასაშვებია მხოლოდ 12 საათის განმავლობაში მომზადებული საკვების რეალიზაცია. საკვები უნდა მომზადდეს ახალი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით ან/და ინგრედიენტებით; კ) მოიჯარე ვალდებულია სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელთათვის საკვებ/სასმელ პროდუქციაზე დააწესოს 50 % ფასდაკლება. ლ) კვების ობიექტს უნდა ჰქონდეს მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი; მ) მოიჯარემ, მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე, არ დაუშვას საიჯარო ქონებაზე რეკლამის (გარდა მოიჯარის საფირმო სახელწოდებისა ან/და სასაქონლო სახელწოდების) განთავსება. რეკლამად არ ჩაითვალოს კვების ობიექტზე გასაყიდი საკვები და სასმელი პროდუქტების რეკლამა. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარემ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დარღვევის აღმოფხვრა. ნ) იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 დღის ვადაში მოიჯარემ დაუბრუნოს მეიჯარეს საიჯარო ქონება მასზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოების, ამორტიზაციისა და ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით. ო) მოიჯარემ უზრუნველყოს კვების ობიექტის ფუნქციონირების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში; პ) მოიჯარეს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოეშვას კვების ობიექტის ფუნქციონირების დაწყების მომენტიდან, რის შესახებაც მხარეებს შორის გაფორმდება შეთანხმების აქტი, ან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღეში (რომელი პირობაც უფრო ადრე დადგება); ჟ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესებები რჩება მეიჯარესთან გარდა კვების ობიექტის მოსაწყობად მოიჯარის მიერ შეძენილი ინვენტარისა და ტექნიკისა; რ) კაფეში დაიშვება მხოლოდ მუზეუმში შესული ვიზიტორები; 5. გარდა ზემოაღნიშნულისა, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარეს დაეკისროს შემდეგი ვალდებულებების შესრულება: ა) მოიჯარემ აცნობოს მეიჯარეს საიჯარო ქონებაზე დაგეგმილი სამუშაოების ხანგრძლივობის შესახებ (რა დროსაც ობიექტი ვერ მოემსახურება მომხმარებლებს) მინიმუმ 1 სამუშაო დღით ადრე; ბ) მუზეუმის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე (გამოფენის გახსნა) წყალი, ყავა, ჩაის მომსახურება უნდა გაწიოს უფასოდ (წელიწადში არაუმეტეს 10 ჯერ, არა უმეტესი 200 ადამიანის) ; გ) უზრუნველყოფილ იქნეს კვების ობიექტის მომსახურების (საკვები პროდუქტების ღირებულების) საფასურის გადახდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით; დ) მოიჯარემ დაქირავებული დასაქმებული პირები შეათანხმოს მეიჯარესთან, ასევე მეიჯარის მიერ დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მოიჯარემ განახორციელოს კვების ობიექტში დასაქმებული პირების ან მათი რაოდენობის ცვლილება; ე) კაფეს სივრცეში დაკარგული ნივთები დაუბრუნოს მესაკუთრეს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გადასცეს მესაკუთრეს ან მეიჯარის ადმინისტრაციას; ვ) მეიჯარის ან/და ნებისმიერი პირის მიერ ობიექტის ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზის დადასტურებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, მოიჯარის მიერ აღმოფხვრილ იქნეს ხარვეზი, თუ აღნიშნული ხარვეზი გამოწვეული იქნება მოიჯარის ბრალით; 6. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდება აუქციონის დასრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 7. მოიჯარეს ყოველი პირობის დარღვევისთვის დაეკისრება პირგასამტეხლო, ყოველდღიურად საიჯარო თვიური ღირებულების 0.1 %ის ოდენობით. 8. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ან ეროვნული მუზეუმის შეტყობინების მიღების დღიდან ორი კვირის ვადაში, მოიჯარეს წარმოეშვას ვალდებულება გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მოიჯარის მიერ ქონებაზე გაწეული ხარჯები (ასეთი არსებობის შემთხვევაში) არ ანაზღაურდეს |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |