|
![]() |
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ქალაქ თბილისის N71 საჯარო სკოლის ფართი (სულ ჯამში 19.87კვ.მ) ნებადართული საქმიანობის ნუსხით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით (იხ. დანართი N1)
განაცხადის #:32683CIF106665225 აუქციონის #: 32683 ლოტის #: 1066652 დაწყება/დასრულება: 19/03/2025 13:00 - 24/03/2025 15:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 430GEL
დასრულების დრო: 24.03.2025 15:00:00
გაყიდვის ფასი : 4300.0000 GEL
საწყისი ფასი: 4212 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 88 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის N71 საჯარო სკოლა მისამართი: ქ. თბილისის გლდანის რაიონში / გლდ. მე-8 მ\რ ტელეფონი: 971-598155566 |
თვისებები
|
გათბობა | - | აივანი | - | ლოჯი | - | TV | - | ცხელი წყალი | - | კვადრატულობა(მ²) | 19.87 | წყალი და კანალიზაცია | - | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | - | ბუნებრივი გაზი | - | შენობის მდგომარეობა | ძველი გარემონტებული | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქ. თბილისი, გლდანის რაიონში / გლდ. მე-8 მ\რ | შენობის პროექტი | არასტანდარტული | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 1 (ერთი) წელი | ტელეფონის ნომერი | 598 15 55 66 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | სსიპ ქალაქ თბილისის N 71 საჯარო სკოლის ძირითადი შენობის პირველ სართულზე არსებული (საკლასო ოთახი) 16,05 კვ.მ და 3,82 კვ.მ (სველი წერტილი) სულ ჯამში 19,87 კვ.მ ფართი იჯარით გაიცემა ნებადართული საქმიანობების ნუსხით (იხ. დანართი N1) გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების მიზნით, მოძრავი ქონების გარეშე. შენიშვნა: მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ ნებადართული სამუშაოების ნუსხა, ასევე, იჯარის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე. |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით სსიპ ქალაქ თბილისის N 71 საჯარო სკოლა. სკოლის დირექტორს- ტელ.: 598 15 55 66 |
პირობა | 1. სსიპ ქალაქ თბილისის N 71 საჯარო სკოლის ძირითადი შენობის პირველ სართულზე არსებული (საკლასო ოთახი) 16,05 კვ.მ და 3,82 კვ.მ (სველი წერტილი) სულ ჯამში 19,87 კვ.მ ფართი იჯარით გაიცემა ნებადართული საქმიანობების ნუსხით (დანართი N1) გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების მიზნით. ფართი იჯარით გაიცემა საათობრივად, კვირაში 15 საათის ოდენობით. კონკრეტულ დღეზე და დღეში საათების რაოდენობაზე მხარეთა შორის შეთანხმება მოხდება ხელშეკრულების გაფორმების დროს. აღნიშნულმა დრომ ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას. 2. საწყისი ფასი შეადგენს 1 (ერთი) წლის საიჯარო ქირას, სურათზე ნაჩვენები მოძრავი ქონება იჯარით არ გაიცემა.3. ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით. 4. საიჯარო ქირაში შედის კომუნალური გადასახადები (ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირით(გათბობის) სარგებლობის გადასახადი). 5. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. მოიჯარეს მიერ ფართით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას. 6. იჯარის ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუ ვირუსული ინფექციის მიერ გამოწვეული პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში აიკრძალება წრეების ფუნქციონირება. 7. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, სკოლის შენობის/სპორტული მოედნის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებული იქნება მოიჯარესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. 9. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები. 10. მოიჯარეს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორებისას. 11. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა.თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს. 12. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე - უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. 13. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 14. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნების/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. შენიშვნა: მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და იჯარის ხელშეკრულების მოდალური ნიმუში, რომლის პირობებიც დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |